კლაუდია შიფერი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კლაუდია შიფერი

კლაუდია შიფერი (დ. 25 აგვისტო, 1970) — გერმანელი ტოპ-მოდელი და მსახიობი, რომელმაც დიდების ზენიტს 1990-იან წლებში მიაღწია ბრიჟიტ ბარდოსთან მსგავსების წყალობით. შიფერი მსოფლიოს ერთ-ერთი წარმატებული მოდელია, ის 500-ზე მეტი ჟურნალის გარეკანზეა მოხვედრილი. ფორბსის ცნობით, 2002 წელს კლაუდიას 38 მილიონი ევროს ქონება ჰქონდა.

სექციების სია

[რედაქტირება] ბიოგრაფია

კლაუდია შიფერი კანში

კლაუდია გუდრუნ და ჰაინც შიფერების ქალიშვილია. მას ორი ძმა - სტეფანი და ენდრიუსი და ერთი და ანნა კაროლინი ჰყავს. კლაუდია საშუალო სკოლაში უკვე პოპულარული გოგონა იყო, თუმცა, თავს ყოველთვის კლასელი გოგონების ჩრდილქვეშ გრძნობდა, რადგან სიმაღლის კომპლექსი ჰქონდა და ცდილობდა შეუმჩნეველი დარჩენილიყო. მასზე ადგილობრივ გოგონებს არც თუ კარგი წარმოდგენა ჰქონდათ, რადგან, შეძლებული ოჯახის შვილი იყო, რაც მის პატარა ქალაქში ყველამ კარგად იცოდა.

კლაუდიას ბევრი კერძო პედაგოგი ჰყავდა, ამიტომ, ის ფრანგულსა და ინგლისურ ენებს სრულყოფილად ფლობს.

კლაუდიას თავიდან ადვოკატობა სურდა, რათა მამამისის იურიდიულ ფირმაში ემუშავა. მაგრამ, 1987 წელს, 17 წლის ქერა ლამაზმანმა იუროსტობა გადაიფიქრა, რადგან დიუსელდორფის ღამის კლუბში მეტროპოლიტენის სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელმა მაიქლ ლევატონმა შენიშნა და კონტრაქტიც მალევე გაუფორმა.

[რედაქტირება] მოდელობა

მან განათლების მიღება დაასრულა და მოდელად დაიწყო მუშაობა. კლაუდია პარიზში ჩაფრინდა ფოტოსესიაში მონაწილეობის მისაღებად, შემდგომ, ის ფრანგული ელის გარეკანზე ჩნდება, პარიზი კი მის ფოტოს თბილად ხვდება. კიდევ რამდენიმე ჟურნალის გარეკანზე მოხვედრა და მას უკვე სუპერმოდელს უწოდებენ. კარლ ლაგერფილდმა მასთან ხანგრძლივვადიანი მუშაობა ისურვა და კლაუდიაც შანელის ახალი სახე გახდა. იმხანად კლაუდიას სახით, მსოფლიოს ახალი თავთუხისფერთმიანი, ლურჯთვალება და ძალიან მაღალი მოდელი მოევლინა.

[რედაქტირება] ფილმოგრაფია


[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე