კლასიკური იაპონური ენა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კლასიკური იაპონური ენა (იაპ. 中古日本語 chūko nihongo), უფრო ზუსტად გვიანდელი ძველიაპონური — ჰაიანის პერიოდის იაპონური ენის განვითარების პერიოდი (794-1185). მან შეცვალა ძველიაპონური ენა.

თუმცა ძველიაპონური იეროგლიფებსა და დამწერლობას ჩინურისგან ითვისებს, გვიანდელ ძველ პერიოდში ორი ახალი დამწერლობის სისტემა აღმოცენდა: ჰირაგანა და კატაკანა. ამ განვითარებამ დამწერლობა გაამარტივა და ახალი ეპოქა შემოიტანა ლიტერატურაში, ისეთი კლასიკური ნაწარმოებებით, როგორიცაა გენძის ამბავი, ბამბუკის მჭრელის ამბავი, ისეს ამბები და მრავალი სხვა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]