კლაიპედის მხარე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მემელ-ლანდის (კლაიპედის მხარის) რუკა

კლაიპედის მხარე (ლიტვ. Klaipėdos kraštas) ან მემელის მხარე (გერმ. Memelland) — პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის პერიოდში ამ სახელით მოიხსენიებოდა პრუსიის ის ნაწილი, რომელიც მდინარე ნემანის ჩრდილოეთით მდებარეობს. 1920 წელს იგი მოკავშირეთა და ასოცირებულ უფლებამოსილ მხარეთა მიერ ფრანგულ მმართველობას გადაეცა, 1923 წელს კი ანექსირებულ იქნა ლიტვის მიერ. ამ რეგიონის აღსანიშნავად გერმანულენოვან სივრცეში დღემდე გამოიყენება ტერმინი მემელ-ლანდი, მემელის მიწა.

1939 წელს კლაიპედის მხარეში 145.000 ადამიანი ცხოვრობდა. უდიდესი ქალაქი იყო კლაიპედა (გერმანულად მემელი) 40 000 მცხოვრებით, მას მოსდევდა შილუტე (გერმანულად ჰაიდეკრუგი) 5 000 და პაგეგიაი (პოგეგენი) 2 800 მცხოვრებით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]