კიჭკიჭა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კიჭკიჭა
Crepis sibirica
Crepis sibirica
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
კლასი: ორლებნიანნი
ოჯახი: რთულყვავილოვანნი
გვარი: კიჭკიჭა
ლათინური სახელი
Crepis

კიჭკიჭა (Crepis) — მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. ერთ- ან მრავალწლოვანი ბალახია. ცნობილია 200-მდე სახეობა, რომელიც გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და აფრიკაში. საქართველოში 12-მდე სახეობაა, მათ შორის 2 კავკასიის ენდემია. იზრდება ბუჩქნარში, ტყის პირებზე, დეკიანებში, სუბალპურ ტანბრეცილ ტყეში, ალპურ მდელოზე და სხვა. ზოგ სახეობას საქონელი ეტანება. Crepis ciliata-ს მიწისზედა ნაწილები შეიცავს კაუჩუკს.

ლიტერატურა[რედაქტირება]