კირილური რიცხვები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კირილური რიცხვები

კირილური რიცხვებიკირილიცას ასოებზე დაფუძნებული რიცხვთა ჩაწერის სისტემა. გამოიყენებოდა სამხრეთისა და აღმოსავლეთ სლავურ ქვეყნებში საეკლესიო სლავურ ენაზე შესრულებულ ტექსტებში, რომლებიც კირილიცათია დაწერილი. მე–16 საუკუნიდან კირილურის გვერდით ინდური და რომაული ციფრებიც გამოიყენება. 1708 წლიდან, პეტრე დიდის მიერ სლავური ბურჟუაზიული შრიფტის შემოღების შემდეგ კირილური რიცხვთა სისტემა აღარ გამოიყენება.

ასოთა რიცხვითი მნიშვნელობები[რედაქტირება]

კირილური რიცხვების სისტემა ე. წ. "მეტობითი სისტემაა", რომელშიც პირველი ცხრა ნიშანი ერთეულებს აღნიშნავს (1, 2, 3, ... 9), შემდეგი ცხრა ათეულებს (10, 20, 30, 40, ... 90) და უკანასკნელი ცხრა — ასეულებს (100, 200, ... 900).

ეს სისტემა უშუალოდ დაფუძნებულია ბერძნულ რიცხვთა სისტემის მილესურ ტიპზე. ამიტომ აქვს თითოეულ კირილურ ასოს მისი შესაბამისი ბერძნული ნიშნის რიცხვითი მნიშვნელობა, ხოლო ყველა მხოლოდ სლავურისთვის დამახასიათებელი ნიშანი (б, ж, ш, щ და სხვა) რიცხვითი მნიშვნელობის გარეშეა.

იმას, რომ ასოს ბგერითი მნიშვნელობის ნაცვლად იკითხებოდა მისი რიცხვითი მნიშვნელობა, აღნიშნავდა სპეციალური დიაკრიტიკული ნიშანი "ტიტლო" (ბერძნულში ამ ფუნქციას ასრულებს აპოსტროფი ასოს თავზე). ზოგჯერ ციფრის აღმნიშვნელ ნიშნებს დამატებით წერტილებს შორის სვამდნენ.

მნიშვ. ბერძნული კირილური
1 αʹ а҃
2 βʹ в҃
3 γʹ г҃
4 δʹ д҃
5 εʹ е҃
6 ϛʹ ან ϝʹ ѕ҃
7 ζʹ з҃
8 ηʹ и҃
9 θʹ ѳ҃
მნიშვ. ბერძნული კირილური
10 ιʹ і҃
20 κʹ к҃
30 λʹ л҃
40 μʹ м҃
50 νʹ н҃
60 ξʹ ѯ҃
70 οʹ о҃
80 πʹ п҃
90 ϟʹ ч҃
მნიშვ. ბერძნული კირილური
100 ρʹ р҃
200 σʹ с҃
300 τʹ т҃
400 υʹ ѵ҃
500 φʹ ф҃
600 χʹ х҃
700 ψʹ ѱ҃
800 ωʹ ѡ҃
900 Ϡʹ ц҃ ან ѧ҃

გლაგოლური და კირილური ციფრთა სისტემების მსგავსებებისა და განსხვავებების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ სტატია "გლაგოლური რიცხვები"[1].

სქოლიო[რედაქტირება]

  1. S. a. TITUS DIDACTICA: Die Entwicklungsgeschichte slavischer Alphabete