კირივინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კირივინა
მშობ. სახელი: ინგლ. Tefa Island

კირივინას კუნძული
გეოგრაფია
მდებარეობა სოლომონის ზღვა
კოორდინატები 8°40′ ს. გ. 150°55′ ა. გ. / 8.667° ს. გ. 150.917° ა. გ. / -8.667; 150.917
ფართობი 290,5 კმ²
უმაღლესი წერტილი 46 მ
პაპუა-ახალი გვინეას დროშა პაპუა-ახალი გვინეა
რეგიონი პაპუა
პროვინცია მილნ-ბეი
დემოგრაფია
მოსახლეობა 28 776 (2000)
სიმჭიდროვე 99,057 ად. /კმ²

კირივინა (ინგლ. Tefa Island) — დასახლებული კუნძული პაპუა-ახალ გვინეაში. შედის ტრობრიანის კუნძულების ჯგუფში. ფართობი — 290,5 კმ². ადმინისტრაციულად მიეკუთვნება პაპუას რეგიონის პროვინცია მილნ-ბეის.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე მსოფლიო ომის დროს მოკავშირეთა ძალები, რომელსაც ერქვა Operation Chronicle, 1943 წლის 30 ივნისს გადასხდნენ კუნძულ კირივინაზე და კუნძულ ვუდლარკზე. მათ შემდგომ გადასხმულმა აშშ-ის არმიის საინჟინრო ძალებმა კუნძულ კირივინაზე ააშენეს ორკილომეტრიანი ასაფრენ-დასაჯდომი ზოლის აეროდრომი მარჯნებზე. 1943 წლის აგვისტოში აქ ჰქონდა ბაზა სამეფო სამხედრო საჰაერო ძალების 73-ე ავიაფრთას.

ჰიდროგეგმების ბაზა აშენდა ლოსუიაში, სადაც არსებობს პირსი და ნავსაყუდელი.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2000 წლის აღწერის მონაცემების თანახმად, კუნძულზე ცხოვრობდა 28 776 ადამიანი[1]. კუნძულზე გამოიყენება ენა კილივია, აგრეთვე ცნობილი როგორც კირივინა. კუნძულის ადმინისტრაციული ცენტრია - ლოსუია.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]