კირთარის ეროვნული პარკი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| კირთარის ეროვნული პარკი
|
|
|---|---|
|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
|
|
| მდებარეობა | პაკისტანი, სინდის პროვინცია |
| კოორდინატები | / |
| ფართობი | 3.087 კმ² |
| დაარსდა | 1974 |
კირთარის ეროვნული პარკი (ურდუ: کیرتھر نیشنل پارک) — ეროვნული პარკი დადუს ოკრუგში, სინდის პროვინციაში, პაკისტანში. მდებარეობს კირთარის ქედის სამხრეთ ნაწილში. დაარსდა 1974 წელს. ფართობი 3.087 კმ². პაკისტანის ეროვნულ პარკებს შორის ფართობით მეორე ადგილზეა. ფაუნას ქმნის: ზოლებიანი აფთარი, მგელი, მაჩვი, გაზელი, ნიამორი და სხვ. აქ განსაკუთრებით იცავენ გარნას. 1977 წელს კირთარის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე უკანასკნელად მოკლეს ჯიქი.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
- კირთარის ეროვნული პარკი (ინგლისური)