კირა ანდრონიკაშვილი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| კირა ანდრონიკაშვილი | |
| დაბადების სახელი | კირა ანდრონიკაშვილი |
| დაბადების ადგილი | თბილისი |
| დაიბადა | 29 ნოემბერი, 1908, თბილისი |
| გარდაიცვალა | 25 თებერვალი, 1960 თბილისი |
| საქმიანობა | მსახიობი |
კირა გიორგის ასული ანდრონიკაშვილი (დ. 29 ნოემბერი, 1908, თბილისი — გ. 25 თებერვალი, 1960, იქვე) — ქართველი კინომსახიობი და რეჟისორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1959).
ბიოგრაფია[რედაქტირება]
1935 წელს დაამთავრა კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორი ფაკულტეტი. მისი პირველი მნიშვნელოვანი როლია ელისო (ფილმში „ელისო“, 1928). მონაწილეობდა ფილმებში „სამი სიცოცხლე“ (1924), „ტარიელ მკლავაძის საქმე“ (1925), „მიწას სწყურია“ (ჯამალა, 1930), „უდაბნო“ (აქტივისტი ქალი, 1933), „შავ მთებში“ (სტეფანეს ცოლი, 1941), „ის კიდევ დაბრუნდება“ (1943), „ჭირვეული მეზობლები“ (1944), „ზვიგენის კბილი“ (ალის დედა, 1960). 1950 წლიდან მუშობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ სადუბლაჟო ფილმების რეჟისორად.
ლიტერატურა[რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, გვ. 450, თბ., 1975 წელი.