კიჟუჩი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კიჟუჩი
Oncorhynchus keta.jpeg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
ოჯახი: ორაგულისებრნი
ლათინური სახელი
Oncorhynchus kisutch

კიჟუჩი (ლათ. Oncorhynchus kisutch) — გამსვლელი თევზი ორაგულისებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე ჩვეულებრივ 60-65 სმ აღწევს, წონა 3-4 კგ (ზოგჯერ 14 კგ). აქვს ვერცხლისფერი სხეული, ზურგი მოლურჯოა; დაჰკრავს წვრილი შავი ლაქები; გამრავლების პერიოდში მუქი ჟოლოსფერია. გავრცელებულია წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში. ტოფობს შემოდგომასა და ზამთარში. სიცოცხლის პირველ წლებში ცხოვრობს მტკნარ წყალში, შემდეგ ზღვაში ინაცვლებს, სადაც მალე იზრდება და 15-16 თვის შემდეგ აღწევს სქესობრივ სიმწიფეს. სარეწაო მნიშნველობისაა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]