კინტრიში (მდინარე)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
|
|
|---|---|
კინტრიში 1877-1878 წწ. |
|
| დახასიათება | |
| სიგრძე | 45 კმ |
| აუზის ფართობი | 291 კმ² |
| წყლის ნაკადი | |
| სათავე | მესხეთის ქედი, ხინო |
| ჩაედინება | შავი ზღვა |
| ქალაქები | ქობულეთი |
კინტრიში — მდინარე დასავლეთ საქართველოში. სათავე აქვს მესხეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე, მთა ხინოს მახლობლად, ზღვის დონიდან 2599 მ-ზე, ქობულეთთან ერთვის შავ ზღვას, სიგრძე 45 კმ, აუზის ფართობი 291 კმ2. საზრდოობს წვიმის, მიწისქვეშა და თოვლის წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალუხვია შემოდგომაზეც, წყალმცირობა — ზამთარსა და ზაფხულში. გაზაფხულზე მოდის წლიური ჩამონადენის 35%, ზაფხულზე — 18%, შემოდგომაზე — 31%, ზამთარზე — 16%. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 17,3 მ3/წმ. კინტრიშს ყოველწლიურად ზღვაში შეაქვს 540 მლნ. მ3 წყალი.
მდინარე კინტრიშის სათავეებთან შექმნილია კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი, მდინარეზე რამდენიმე ისტორიული თაღოვანი ხიდია შემორჩენილი.
[რედაქტირება] ლიტერატურა
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, გვ. 527, თბ., 1980 წელი.