კინესტეტიკური სწავლება
კინესტეტიკური სწავლება არის სწავლების მეთოდი, რომლის დროსაც მოსწავლეები ასრულებენ ფიზიკურ მოქმედებებს/დავალებებს, ლექციის მოსმენის ან დემონსტრაციის ყურების მაგივრად. ინდივიდის მიდგომა, დამოკიდებულებები და გამოცდილების ინტერპრეტაცია განპირობებულია არა მხოლოდ სწავლის საგანზე, არამედ სწავლების მეთოდებზეც. ზოგადად, სწავლების სამი ფორმა არსებობს: ვიზუალური, აუდიო და კინესტეტიკური. გამოკვლევათა თანახმად, კინესტეტიკური სწავლება მოსახლეობის 15% იზიდავს. სწავლების კინესტეტიკური სტილი ყველაზე მეტად წარმატებულია მაგ. სპორტის, მუსიკის, და სხვ. პრაქტიკული საქმიანობის შესწავლის პროცესში. სწავლების ეს პროცესი ადამიანს საშუალებას აძლევს ერთდროულად ორ მოვლენაზე გაამახვილოს ყურადღება: გონების და სხეულის მოქმედებაზე. იმ ადამიანებს, რომელთაც კინესტეტიკური სწავლის პროცესი იზიდავთ, თვალის-ხელის კარგი კოორდინირება შეუძლიათ და ძალიან სწრაფი რეცეპტორები გააჩნიათ.
კინესტეტიკური სწავლების პროცესი, ზოგადად, ნებისმიერ პიროვნებას ესადაგება და ამყარებს ძველ ჩინურ შეხედულებას: ”ვისმენ - მავიწყდება; ვხედავ - მახსოვს; ვაკეთებ - ვაცნობიერებ”. კინესტეტიკური სწავლება აუმჯობესებს ნებისმიერი ადამიანის სწავლის პროცესს.
სტატიის