კინდერდეიკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წისქვილთა ქსელი კინდერდეიკში*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

KinderdijkMolens02.jpg
ქვეყანა ნიდერლანდის დროშა ნიდერლანდი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, ii, iv
სია იუნესკოს სია
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 51°53′00″ ჩ. გ. 4°38′00″ ა. გ. / 51.88333° ჩ. გ. 4.63333° ა. გ. / 51.88333; 4.63333
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1997  (21-ე სესია)
ნომერი 818
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.

კინდერდეიკი (ნიდერლ. Kinderdijk) — სოფელი ნიდერლანდებში, სამხრეთ ჰოლანდიის პროვინციის ნივ-ლეკერლანდის პროვინციაში. მდებარეობს ქალაქ როტერდამიდან 15 კმ-ით აღმოსავლეთით, პოლდერში (ზღვის დაბლობი სანაპიროს ამოშრობილი და დამუშავებული მიწის ნაკვეთი, რომელიც ზღვის დონეზე დაბლაა და ჯებირით არის დაცული წყლით დაფარვისაგან) მდინარე ლეკისა და ნორდის შესართავთან. 1740 წელს აქ 19 ქარის წისქვილი ააშენეს. წისქვილების ეს ჯგუფი უდიდესია ჰოლანდიის ძველ ქარის წისქვილებს შორის და ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესოდ ცნობილ ტურისტულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. 1997 წლიდან ისინი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

ჰოლანდიურ ენაზე კინდერდეიკი „ბავშვის დამბას" ნიშნავს. სახელი სათავეს 1421 წლიდან იღებს, როდესაც საშინელი შტორმისას მომხდარ დიდ დატბორვას ერთი ლეგენდა უკავშირდება, რომლის თანახმადაც, ერთი ადამიანი დამბაზე ავიდა, რათა დაენახა თუ რა გადაურჩა სტიქიას. გარკვეული მანძილის დაშორებით, მან წყალზე მოტივტივე აკვანი დაინახა. მას არც უფიქრია, რომ შიგ რაიმე ცოცხალი არსება იქნებოდა, მაგრამ როდესაც აკვანი მოახლოვდა, გარკვეული მოძრაობა შენიშნა. აკვნის კიდევ უფრო მოახლოებისას, მან დაინახა შიგ მყოფი კატა, რომელიც წინ და უკან ხტებოდა, რათა ბალანსი დაეცვა და აკვანში წყალი არ შესულიყო. როდესაც აკვანი ჯებირთან მოცურდა, აღნიშნულმა ადამიანმა ის გამოიტანა და მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც შიგ მშვიდად მძინარე, სრულიად მშრალი ჩვილი ბავშვი ნახა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
კინდერდეიკის ქარის წისქვილების პანორამა
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 818
რუს.ინგლ.ფრ.