კიმი რაიკონენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კიმი რაიკონენი

კიმი მატიას რაიკონენი (ფინ. Kimi Matias Räikkönen [ˈkimi ˈræik:œnɛn] ) (დ. 17 ოქტომბერი 1979, ესპოო, ფინეთი) - ფორმულა 1-ის ფინელი მრბოლელი. 2007 წლის მსოფლიო ჩემპიონი. მისი სიმაღლეა 1.75 მ, წონა - 65 კგ.

კარიერის დასაწყისი[რედაქტირება]

ოთხი წლის ასაკში, რაიკონენმა უთხრა დედას, "ერთ დღეს მე მსოფლიოს ჩემპიონი ვიქნები. არ ვიცი რომელ სპორტში, მაგრამ მე ვიქნები." კიმიმ ბავშვობიდანვე გამოამჟღავნა თავისი სპორტული ნიჭი და გამარჯვების ჟინი. მან თავი სპორტის სხვადასხვა სახეობებში სცადა - სნოუბორდში, ველოსპორტში, ფეხბურთში, რბოლებში მონაწილეობა კი 1988 წლიდან დაიწყო. 1995 წელს მან პირველი რბოლა ჩაატარა კარტინგის "ფორმულა ა" კლასში და პირველი ადგილიც მოიპოვა. კიმიმ სხვადასხვა კლასის რბოლებში იზეიმა გამარჯვება და 2000 წელს ბრიტანეთის ფორმულა რენოს ჩემპიონი გახდა იმის მიუხედავად, რომ მხოლოდ 10 ეტაპში მიიღო მონაწილეობა. მის მიმართ მაშინვე გაჩნდა დაინტერესება ფორმულა 1-ის გუნდების მეფლობელების მხრიდან, თუმცა იმის გამო, რომ რაიკონენს ფორმულას კლასში მონაწილეობის ძალიან მცირე გამოცდილება ჰქონდა, ფ1-ის მეპატრონეებს 2001 წელს არ სურდათ მისი უმაღლესი კლასის რბოლებში დაშვება. კიმიმ გამოსცადა პიტერ ზაუბერის გუნდის ახალი მანქანა, "ზაუბერ ც19". თავისი შესაძლებლობებით მან გააოცა ფორმულა 1-ის სპეციალისტები და მაშინ ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი მიხაელ შუმახერი, რომელმაც მისი ტესტირების ყურებისას განაცხადა, რომ ფინელი ოდესმე ჩემპიონი გახდებოდა. შემდეგ იყო ფორუმი რაიკონენის ფორმულაში მიღების საკითხზე. იმის მიუხედავად, რომ ფია-ს(საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია) პრეზიდენტმა მაქს მოსლიმ ხმა მის წინააღმდეგ მისცა, რაიკონენმა საკმაო ხმა დააგროვა და 2001 წელს ფ1-ში გამოსვლა დაიწყო.

კიმი რაიკონენი, აშშ-ის დიდი პრიზი, 2002

პირველი სეზონი[რედაქტირება]

მისი პირველი სეზონი საშუალო დონის გუნდში თითქმის სენსაციური აღმოჩნდა-რაიკონენმა ორჯერ მოახერხა მე-4 ადგილზე გასვლა, საბოლოოდ 9 ქულა დააგროვა და მე-10 ადგილზე დაასრულა სეზონი. დიდმა გუნდებმა მაშინვე გამოხატეს კიმის თავისთან გადაყვანის სურვილი. ამ გუნდებს შორის იყო ორი გრანდი-"ფერარი" და "მაკლარენი", თუმცა რაიკონენი ხვდებოდა, რომ "ფერარიში" გადასვლით ის მკვეთრად გამოხატული მეორე ნომერი იქნებოდა და იძულებული იქნებოდა, საკუთარი შედეგების მაგივრად, მიხაელ შუმახერს დახმარებოდა გამარჯვებების მოპოვებაში; "მაკლარენი" კი მას სთავაზობდა თანაბარ პირობებს გუნდის მეორე პილოტთან, დევიდ კულჰარდთან, ამიტომაც ფინელმა სწორედ ბრიტანული გუნდი არჩია კარიერის გასაგრძელებლად. გუნდში რაიკონენმა მისი ცნობილი წინამორბედი, მიკა ჰაკინენი შეცვალა.

2003[რედაქტირება]

კიმი რაიკონენი, აშშ-ის დიდი პრიზი, 2002

2003 წლის სეზონში რაიკონენმა გაცილებით უკეთესად იასპარეზა - "მერსედესის" ძრავა უფრო საიმედოდ გამოიყურებოდა და ფინელსაც უკვე გარკვეული სარბოლო გამოცდილება გააჩნდა. სეზონის შუაში მას ორჯერ მეტი ქულა ჰქონდა, ვიდრე მთელ წინა წელს. მან პირველი გამარჯვებაც იზეიმა მალაიზიის გრან-პრიზე და იყო კიდევ რამდენიმე შემთხვევა, როცა კიმის მოგება შეეძლო (მაგალითად, ევროპის გრან-პრი, სადაც მან ბრწყინვალე სტილში მოიგო საკვალიფიკაციო სესია და რბოლას მშვიდად ლიდერობდა 26-ე წრემდე, როცა მისი "მერსედესის" ძრავა დაიწვა). მან სეზონის მხოლოდ 3 რბოლაში ვერ აიღო ქულა და ერთი წლით დაძველებული მანქანით ("მაკლარენმა" სეზონის ბოლომდე ვერ მოახერხა 2003 წლისათვის განკუთვნილი მპ 4/18-ის მომზადება) მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩა მიხაელ შუმახერს..

2004[რედაქტირება]

ეს სეზონი კიმისთვის თითქმის ისეთივე უიღბლო გამოვიდა, როგორც 2002 წლის გათამაშება: იგი რვაჯერ გამოეთიშა რბოლას ტექნიკური მიზეზის გამო და სეზონის რბოლების 70%-ის განმავლობაში მისი ბოლიდი იმდენად სუსტად გამოიყურებოდა, რომ რაიკონენი მხოლოდ ხუთეულში ადგილის მოსაპოვებლად ახერხებდა ბრძოლის გამართვას. თუმცა, "მაკლარენმა" უსწრაფესი პროგრესი განიცადა და სეზონის მეორე ნახევრიდან ფინელის განკარგულებაში უკვე პოდიუმისათვის საბრძოლველად გამზადებული ტექნიკა იყო. რამდენიმე გრან-პრის განმავლობაში ბოლიდის საიმედოობა უმჯობესდებოდა, მას შემდეგ კი, რაც ეს მოხერხდა, რაიკონენმა უმაღლეს შედეგებსაც მიაღწია: ფინელმა ვუნდერკინდმა 04 სეზონის ოთხივე პოდიუმი ამ პერიოდში აიღო - მესამე პოზიცია ჩინეთში, მეორე ადგილი ბრიტანეთსა და ბრაზილიაში და დამაჯერებელი გამარჯვება ბელგიაში, თუმცა ტექნიკის არასაიმედოობამ და სისუსტემ კიმის საერთო ჩათვლაში მხოლოდ მეშვიდე პოზიციის დაკავების საშუალება მისცა.

2004 წლის 31 ივლისს, 24 წლის ასაკში რაიკონენმა იქორწინა 22 წლის ჯენი დალმანზე, 2000 წლის მის სკანდინავიაზე.

ფორმულა 1-ის შედეგები[რედაქტირება]

წელი ადგილი ქულა გამარჯვება პოული უსწრაფესი წრე გუნდი
1 2001 9 9 0 0 0 Sauber Pertronas
2 2002 6 24 0 0 1 West McLaren Mercedes
3 2003 2 91 1 2 3 West McLaren Mercedes
4 2004 7 45 1 1 1 West McLaren Mercedes
5 2005 2 112 7 5 10 Team McLaren Mercedes
6 2006 5 65 0 Team McLaren Mercedes
7 2007 1 110 6 Scuderia Ferrari Marlboro

დიდი პრიზი[რედაქტირება]

2001 წელი 2002 წელი 2003 წელი 2004 წელი 2005 წელი 2006 წელი 2007 წელი
რბოლა # რბოლა # რბოლა # რბოლა # რბოლა # რბოლა # რბოლა #
ავსტრალია 6 ავსტრალია 3 ავსტრალია 3 ავსტრალია DNF ავსტრალია 8 ბაჰრეინი 3 ავსტრალია 1
მალაიზია DNF მალაიზია DNF მალაიზია 1 მალაიზია DNF მალაიზია 9 მალაიზია DNF მალაიზია 3
ბრაზილია DNF ბრაზილია DNF ბრაზილია 2 ბაჰრეინი DNF ბაჰრეინი 3 ავსტრალია 2 ბაჰრეინი 3
სან-მარინო DNF სან-მარინო DNF სან-მარინო 2 სან-მარინო 8 სან-მარინო DNF სან-მარინო 5 ესპანეთი DNF
ესპანეთი 8 ესპანეთი DNF ესპანეთი DNF ესპანეთი 11 ესპანეთი 1 ევროპა 4 მონტე კარლო 8
ავსტრია 4 ავსტრია DNF ავსტრია 2 მონტე კარლო DNF მონტე კარლო 1 ესპანეთი 5 კანადა 5
მონტე კარლო 10 მონტე კარლო DNF მონტე კარლო 2 ევროპა DNF ევროპა DNF მონტე კარლო DNF აშშ 4
კანადა 4 კანადა 4 კანადა 6 კანადა 5 კანადა 1 დიდი ბრიტანეთი 3 საფრანგეთი 1
ევროპა 10 ევროპა 3 ევროპა DNF აშშ 6 აშშ DNF კანადა 3 დიდი ბრიტანეთი 1
საფრანგეთი 7 დიდი ბრიტანეთი DNF საფრანგეთი 4 საფრანგეთი 7 საფრანგეთი 2 აშშ DNF ევროპა DNF
დიდი ბრიტანეთი 5 საფრანგეთი 2 დიდი ბრიტანეთი 3 დიდი ბრიტანეთი 2 დიდი ბრიტანეთი 3 საფრანგეთი 5 უნგრეთი 2
გერმანია DNF გერმანია DNF გერმანია DNF გერმანია DNF გერმანია DNF გერმანია 3 თურქეთი 2
უნგრეთი 7 უნგრეთი 4 უნგრეთი 2 უნგრეთი DNF უნგრეთი 1 უნგრეთი DNF იტალია 3
ბელგია DNF ბელგია DNF იტალია 4 ბელგია 1 თურქეთი 1 თურქეთი DNF ბელგია 1
იტალია 7 იტალია DNF აშშ 2 იტალია DNF იტალია 4 იტალია 2 იაპონია 3
აშშ DNF აშშ DNF იაპონია 2 ჩინეთი 3 ბელგია 1 ჩინეთი DNF ჩინეთი 1
იაპონია DNF იაპონია 3 იაპონია 6 ბრაზილია 2 იაპონია 5 ბრაზილია 1
ბრაზილია 2 იაპონია 1 ბრაზილია 5
ჩინეთი 2

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]