კილო (გრამატიკა)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
კილო — ზმნის გრამატიკული კატეგორია, რომელიც გამოხატავს მოლაპარაკის დამოკიდებულებას ზმნით გამოხატული მოქმედებისადმი. სხვადასხვა ენაში კილოების რაოდენობა სხვადასხვაა[1]. ძირითადად გამოიყეოფა 3 კილო:
- თხრობითი - მოქმედებას წარმოგვიდგენს როგორც ნამდვილ ფაქტს, რომელიც ხდება ლაპარაკის მომენტში, ან მოხდა, ან მოხდება მომავალში:ვაშენებ, ააშენა. ავაშენებ.
- კავშირებითი - ზმნით აღნიშნულ მოქმედებას წარმოგვიდგენს როგორც სასურველს ან რაიმე პირობაზე დამოკიდებულს:ვაშენებდე, ააშენო.
- ბრძანებითი — მოქმედებას წარმოგვიდგენს როგორც სავალდებულოდ შესასრულებელს ვინმესთვის: ააშენე! ააშენოს!
ქართულ ენაში თხრობითი კილო ყველაზე მდიდარია ფორმებით[1].
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, გვ. 516, თბ., 1980 წელი.