კილიკიის სომეხთა სამეფო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან კილიკიის სომხეთის სახელმწიფო)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სახელმწიფოს მდებარეობა

კილიკიის სომხეთის სახელმწიფო, ფეოდალური სამთავრო, შემდეგ კი სამეფო, რომელიც კილიკიაში არსებობდა 1080-დაინ 1375-მდე. აღმოცენდა XI საუკუნის დასაწყისში, ბიზანტიის მიერ ვასპურაკანის, ანისისა და კარის (ყარსი) დაპყრობის შედეგად, რასაც მოჰყვა დაპრობილი ტერიტორიიდან სომხების მასობრივი აყრა და გადასახლება იმპერიის დასავლეთ ნაწილში. სელჩუკების შემოსევების შემდეგ (XI საუკუნის II ნახევარი) ეს პროცესი კიდევ უფრო გაძლიერდა. კილიკიაში სომხურმა მოსახლეობამ რაოდენობით თანდათანობით გადააჭარბა ადგილობრივს.

1080 წელს ბიზანტიის წინააღმდეგ აჯანყდა სომეხი ფეოდალი რუბენი, რომელმაც მთიანი კილიკია დამოუკიდებელ სამთავროდ გამოაცხადა. შემდეგ რუბენის მემკვიდრები ბარის კილიკიასაც დაეუფლნენ. სამთავრო განსაკუთრებით გაძლიერდა ლეონ II-ის დროს (1187-1219). 1198 წელს კილიკიის სომხეთის სამთავრო სამეფოდ გამოცხადდა, ხოლო მისი მთავარი ლეონ II მეფედ ეკურთხა ქ. ტასოსში. სამეფო ეკონომიკურად დაწინაურდა - განვითარდა სოფლის მეურნეობა, ხელოსნობა და ვაჭრობა.

XIII საუკუნის I ნახევარში მონღოლების შემოსევების თავიდან ასაცილებლად კილიკიის სომხეთის სახელმწიფოს მმართველებმა დამპყრობლების ვასალობა აღიარეს, რამაც გაამწვავა ეგვიპტის სულთანთან დამოკიდებულება. 1321-1360-იან წლებში მამლუქები რამდენიმეჯერ შეიჭრნენ კილიკიაში და ამ ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი მიიტაცეს. 1375 წელს კილიკიის უკანასკნელი მეფე ლევონ V დაატყვევეს და კაიროში გაგზავნეს. კილიკიის სომხეთის სახელმწიფომ არსებობა შეწყვიტა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • История армянского народа, ч. 1, Ер. 1951;
  • Микелян Г. Г. История Киликийского армянскофо государства Ер., 1952;
  • მაისურაძე გ., ქსე, ტ. 5, გვ. 516, თბ., 191980