კილიაკოლიო
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ქალაქი
კილიაკოლიო
Quillacollo
|
კილიაკოლიო (ესპ. Quillacollo) — ქალაქი ბოლივიაში, კოჩაბამბის დეპარტამენტში, კილიაკოლიოს პროვინციის დედაქალაქი. მდებარეობს ქალაქ კოჩაბამბიდან 13 კმ-ით დასავლეთით.
2001 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 74 980 ადამიანს შეადგენდა და იგი ბოლივიის ერთ-ერთი სწრაფად მზარდი ქალაქია ელ-ალტოსა და ლა-პასის შემდეგ.
ყოველი წლის აგვისტოში, ქალაქში იმართება ფესტივალი, რომელიც უამრავ ტურისტს იზიდავს. სწორედ ტურიზმია მისი შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი წყარო.
თანამედროვე არქიტექტურის გვერდით, კილიაკოლიოში წარმოდგენილია პოსტ-კოლონიური არქიტექტურა.