კიკლადები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კიკლადის კუნძულები

კიკლადი ან ციკლადის კუნძულები (ბერძ. Κυκλάδες- „წრიული“, „წრეზე მდებარე“) — არქიპელაგი ეგეოსის ზღვის სამხრეთ ნაწილში, საბერძნეთის ტერიტორიის შემადგენლობაში. 200–ზე მეტი კუნძული, რომელიც ქმნის ჩრდილო–დასავლეთიდან სამხრეთ–აღმოსავლეთით წაგრძელებული გირლანდის ფორმას. საერთო ფართობი 2,6 ათასი კმ²­.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბერძნული სიტყვა Κυκλάδες სიტყვასიტყვით ნიშნავს „წრიულს“, „წრეზე მდებარეს“. ასე უწოდებენ არქიპელაგის კუნძულებს იმიტომ, რომ ისინი გარს ეკვრიან კ. დელოსს, რომელიც ძველ ბერძენთა კულტურულ და პოლიტიკურ ყოფა–ცხოვრებაში უზარმაზარ როლს ასრულებდა.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეგეოსის ზღვა კუნძულების ჯგუფებთან ერთად

შედარებით დიდი კუნძულებია ნაქსოსი (428 კმ²­), ანდროსი (380 კმ²), ტინოსი, პაროსი, მილოსი, კეა, ამორგოსი, იოსი, კიფსოსი, მიკონოსი, სიროსი, ტირა, სერიფოსი, სიფნოსი, სიკინოსი, ანაფი, კიმოლოსი, ანდიპაროსი, ფოლეოგანდროსი. კუნძულები მატერიკული წარმოშობისაა. ისინი ამოზრდილია წყალის ზედაპირზე წყალქვეშა ფუნდამენტიდან, რომელიც ერთმანეთთან აერთებს ბალკანეთის და მცირე აზიის ნახევარკუნძულებს. შედგება ძირითადად კირქვითა და კრისტალური ქანებით. სიმაღლე 1008 მ.–მდეა (კ. ნაკსოსზე), კუნძულები მილოსი და ტირა არის ვულკანური წარმოშობის. ხშირია მიწისძვრები. ჰავა წარმოადგენს ხმელთაშუა ზღვისპირულს ცხელი მშრალი ზაფხულითა და თბილი, ტენიანი ზამთრით (დაახლოებით 500 მმ. ნალექების რაოდენობით წელიწადში). კლდეებზე გავრცელებულია ბუჩქოვანი მცენარეები, ხეობებში გაშენებულია ვენახები, ციტრუსების პლანტაციები, ზეთისხილის ბაღები, ხორბლისა და სიმინდის ყანები. მოსახლეობა მისდევს მესაქონლეობასა და თევზჭერას. კუნძულები წარმოადგენს რკინის მადნის, ბოქსიტების და სხვა ლითონების მდიდარ საცავს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძვ. წ. მე–2 ათასწლეულში კუნძულებზე გავრცელებული იყო მინოსური კულტურის მონათესავე კიკლადური კულტურა.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]