კითერონის ლომი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კითერონის ლომი — საშინელი მხეცი, რომელიც კითერონის მთებიდან ჩამოდიოდა, ბეოტიის ქ. თესპიას დამფუძნებლის თესპიოსის და მეფე ამფიტრიონის ხარ-ძროხას გლეჯდა და არც კაცს ინდობა. ვერავინ გაუბედა შებმა. მეგარის მხარეში იმ დროს მწყემსთა შორის იზრდებოდა ზევსის შვილი ჰერაკლე, უჩვეულო ღონითა და ღადარივით მოელვარე თვალებით გამორჩეული 18 წლის გმირი. ჰერაკლე მეფე თესპიოსს ესტუმრა, მის 50 ქალიშვილთან დაწვა ზედიზედ (თუ ერთ ღამეში) და მერე მოკლა მხეცი, რომლის ტყავსაც ატარებდა.

პავსანიას მოთხრობის მიხედვით, კითერონის ლომი მოკლა ალკათოემ (ალკათოოსმა) მას შემდეგ, რაც ამ ლომმა დაგლიჯა მეგარის მეფის მეგარევსის ძე ევიპე, ამისათვის დაპირებისამებრ შეირთო მეფის ასული ევექმე და მიიღო სამეფო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აკაკი გელოვანი, მითოლოგიური ლექსიკონი, გვ. 252, „საბჭოთა საქართველო“, თბ., 1983