კივი (ხილი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კივი

კივის ისტორია სამხრეთ ჩინეთში ჩენგ კიანგის მინდორზე დაიწყო. ეს ხილი ჩინეთის მეფეებისთვისაც დელიკატესი იყო. პირველად იგი ბრიტანელებმა იგემეს, რის შემდეგაც მის შესახებ ხმა შორს გავარდა, თუმცა მათ მხოლოდ 1847 წელს მოახერხეს სამშობლოში კივის თესლის წაღება. ამ ქვეყანაში ვერ გაიხარა, კლიმატმა არ შეუწყო ხელი, თურმე კივს სიცივის ეშინია . 1904 წელს ამერიკელებმა მოახერხეს ამ ბუჩქის წაღება, 1906 წელს ახალმა ზელანდიელებმა ამ მცენარის მხოლოდ თესლი მოიპოვეს. ახალ ზელანდიაში ყველაზე კარგად იხარა, იქ მოახერხეს კივის გამრავლება. ახალმა ზელანდიელებმა სელექციით 30 წელიწადში ჩინეთიდან ჩატანილზე გაცილებით დიდი ნაყოფი მიიღეს. სახელი კივი, იმიტომ შეარქვეს რომ ამ ქვეყნის სიამაყეს, უცნაურ, უფრთო და უკუდო ჩიტს მიამსგავსეს.

თითქმის მთელ მსოფლიოშია გავრცელებული, მათ შორის საქართველოშიც, კერძოდ დასავლეთ საქართველოში - გურიასა და აჭარაში.