კიევ-პეჩერსკის ლავრა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კიევის წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარი და კიევ-პეჩერსკის ლავრა*
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი

Kievo-Pecherska Lavra (General).jpg
ქვეყანა უკრაინის დროშა უკრაინა
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, ii, iii, iv
სია იუნესკოს სია
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 50°26′03″ ჩ. გ. 30°33′33″ ა. გ. / 
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1990  (მე-14 სესია)
ნომერი 527
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
უსპენსკის ტაძარი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 527
რუს.ინგლ.ფრ.

კიევ-პეჩერსკის ლავრა (უკრ.: Києво-Печерська лавра; რუს.: Киево-Печерская лавра), ასევე ცნობილი როგორც კიევის ქვაბულთა ლავრა, უძველესი ქვაბულთა მონასტერია კიევში, უკრაინა. დაფუძნდა 1051 წელს ბერების ანტონი და თეოდოსიუსის მიერ და კიევის რუსეთის მართლმადიდებელი ქრისტიანობის უმნიშვნელოვანესი ცენტრი გახდა.

ამჟამად კიევ-პეჩერსკის ლავრა ასევე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარის მიტროპოლიტ ვოლოდიმირის რეზიდენციის დანიშნულებას ასრულებს.

პირველადი ქრონიკების მიხედვით ადრეულ მე-11 საუკუნეში, ანტონი, ბერძენი ორთოდოქსი ბერი მთა ათოს ესფიგმენონის მონასტრიდან, რომელიც წარმოშობით ჩერნიგოვის სამთავროდან იყო, რუსეთში დაბრუნდა და კიევში დაფუძნდა როგორც კიევის რუსეთის სამონასტრო ტრადიციის მისიონერი. საცხოვრებლად მან მერესტოვის მთის ქვაბულის საკანი აირჩია, რომელიც მდ. დნეპრს გადმოჰყურებდა. მის მოწაფეთა რაოდენობა მალე გაიზარდა. მცირე ხანში კიევის კნიაზმა იზიასლავმა მთელი მთა დაუთმო ანტონის ბერებს, რომელთაც აქ მონასტერი დააარსეს. კომპლექსი კონსტანტინოპოლიდან მოწვეულმა ხუროთმოძღვრებმა ააგეს.


Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]