კიდიუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
კიდიუ
Ceideadh

კიდიუ
ქვეყანა ირლანდიის დროშა ირლანდია
დაქვემდებარება სოფელი
პროვინცია კონაქტი
საგრაფო როსკომონის საგრაფო
კოორდინატები 54.0681°00′00″ ჩ. გ. 8.1994°00′00″ დ. გ. / 54.06810° ჩ. გ. 8.19940° დ. გ. / 54.06810; -8.19940
ცენტრის სიმაღლე 82
მოსახლეობა 194 კაცი
სასაათო სარტყელი UTC+0, ზაფხულში UTC+1
კიდიუ — ირლანდიის რესპუბლიკა
კიდიუ

კიდიუ (ინგლ. Keadue, ოფიციალურად Keadew[1][2]; ირლ. Ceideadh) — სოფელი ირლანდიაში, მდებარეობს როსკომონის საგრაფოში, კონაქტის პროვინციაში. კიდიუ არის საგრაფოს უკიდურესი ჩრდილოეთი დასახლებული პუნქტი და მდებარეობს ლიტრიმისა და სლაიგოს საგრაფოების საზღვართან. აქ არის დაკრძალული ცნობილი უსინათლო ირლანდიელი მეარფე ტურლოხ ო’კაროლანი, ხოლო სოფელში ყოველწლიურად მისი სახელობის ფესტივალი იმართება და ეწყობა საზაფხულო სკოლა მისი შემოქმედების გასაცნობად. კიდიუ 1993 და 2003 წლებში გახდა ირლანდიის სუფთა ქალაქის ტიტულის მფლობელი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Placenames Database of Ireland. Logainm.ie (2010-12-13). ციტირების თარიღი: 2013-02-15.
  2. Place Names Order 2005 (PDF). ციტირების თარიღი: 2013-02-15.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]