კიდარი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კიდარი

კიდარიეპისკოპოსის თავსაბურავი. საერთოდ, კიდარი არის მცირე სქემის მიმღები მონაზვნის თავსაბურავი, რომელიც შედგება ბარტყულისაგან და მასზე მიმაგრებული შავი საფარველისაგან, სამი გრძელი დაბოლოებით, რომელიც დაშვებულია მხრებსა და ზურგზე წელამდე. ეპისკოპოსის კიდარი ფორმით მიაგავს საბეროსას და არის არასაღვთიმსახურო თავსაბურავი, თუმცა, ღვთისმსახურების გარკვეულ პერიოდში, მას შეუძლია იგი დაიფაროს. მიტროპოლიტები (რუსული ტრადიციით) ატარებენ თეთრი ფერის კიდარს მასზე მიკერებული ჯვრით, არქიეპისკოპოსები — შავს ასევე მიკერებული ჯვრით, ხოლო ეპისკოპოსები — ჯვრის გარეშე.

პატრიარქის კიდარი ნახევარსფეროსებური ფორმისაა, შავი ან თეთრი ფერის, ზედა ნაწილში ჯვარით. მასზე გამოსახულია სერაბიმები ან ჯვარი. ერთი ზოლი, უფრო ფართო, ეშვება ზურგისკენ და ორი მკერდზე.

კიდარს აქვს სიმბოლური მნიშვნელობა, ესაა „გადარჩენის მუზარადი“ და „მორჩილების თავსაბურავი“. თავსაბურავის ქვედა ნაწილი, გამოყოფილი სამი დაბოლოებით აღნიშნავს წმიდა სამების მადლს, რომელიც იცავს ბერს ავი ზრახვებისაგან.