კვირიკიდები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კვირიკიდების მონეტა, XII საუკუნის მეორე ნახევარი

კვირიკიდები, კვირიკიანები — სომეხი ბაგრატუნების ერთი შტო შუასაუკუნეებში, ტაშირ-ძორაგეტის (ლორე-ტაშირი) ფეოდალური სახელწმიფოს მმართველი დინასტია (978-1118). დააარსა გურგენმა (კვირიკე, 978-989). კვირიკიდების სამეფო განსაკუთრებით გაძლიერდა გურგენის მემკვიდრის დავით I "უმიწაწყლოს" (989-1048) და კვირიკე II-ის (1048-89) დროს. უკანასკნელი ერთადერთი დამოუკიდებელი მმართველი სომეხ ბაგრატუნთა შორის და მეფის ტიტულსაც კი ატარებდა. მან საკუთარი ფულიც მოჭრა, მაგრამ დამოუკიდებლობა დიდხანს ვერ შეინარჩუნა — საქართველოს მეფის ბაგრატ IV-ის მოხარკე გახდა. 1118 წლიდან დავით IV აღმაშენებელმა თურქ-სელჩუკებისგან გათავისუფლებული ლორე-ტაშირი უშუალოდ საქართველოს შემოუერთა და კვირიკიდების სამეფო საბოლოოდ გაუქმდა. ამის შემდეგ კვირიკიდებს იხსენიებს (XIII ს დასაწყისი) მაგრამ როგორც ტავუშისა და მაწნაბერდის მფლობელები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]