კვინკვერემი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კვინკვერემი (ლათ. quinquiremis, სიტყვიდან „quinque“ — „ხუთი“ და „remus“ — „ნიჩაბი“) ან პენტერა — საბრძოლო ნიჩბოსანი ხომალდი ერთმანეთის ზემოთ ან ჭადრაკულ სტილში დალაგებული ნიჩბების ხუთი რიგით. თითოეულ ნიჩაბს მართავდა ერთი მენიჩბე. ნიჩბების სიგრძე ერთ რიგში აღწევდა 25-ს. ყოველ ბორტზე ჰქონდა ნიჩბების 5 რიგი. ბოლო რიგში დაყენებული იყო ყველაზე გრძელი ნიჩბები. მენიჩბეებად შერჩეული იყვნენ ღონიერი მონები. წყალწყვა 200 ტონაზე მეტი, სიგრძე 45 მ, სიგანე 6 მ, ეკიპაჟი შეადგენდა დაახლოებით 250 კაცს. მესამე და მეოთხე ზედა რიგების ნიჩბები განთავსებული იყო დახურულ სივრცეში, ხოლო ქვედა რიგები ხომალდის კორპუსში ერთიმეორის მიყოლებით. ნიჩბების შეთანხმებული მოძრაობისათვის გამოიყენებოდა ბაგირი. იგი აერთიანებდა ერთი რიგის ნიჩბებს და აჩერებდა მათ ერთდროულად. ასევე, ბაგირი განსაზღვრავდა ნიჩბების მოსმის სიხშირეს და სიდიდეს.

პენტერებს გააჩნდათ ორი საბრძოლო ანძა. საიალქნო შეიარაღება შედგებოდა დიდი სწორი იალქნებით, რომელიც გამოიყენებოდა მხოლოდ ზურგის ქარის წარმოქმნის დროს. ხშირად აღჭურვული იყო აბორდაჟული ყორანით. უფრო პრიმიტიული ტრირემისგან განსხვავებით, კვინკვერემის შეეძლო დიდ სიჩქარეზე მტრის გემის გამჭოლ შენგრევა.

კვინკვირემის მშენებლობა დაიწყო, რომის იმპერიაში პირველი პუნიკური ომის დროს, მას შემდეგ, რაც ძლიერმა შტორმმა იტალიის სანაპიროზე გამორიყა კართაგენის ანალოგიური ხომალდი. რადგან, ბირემები და ტრირემები ვერ უმკლავდებოდნენ კართაგენის მრავალიარუსიან მძიმე ხომალდებს, რომელთა ბორტი დაცული იყო ნიჩბების მთელი ტყით. ის თავიდან იცილებდა მსუბუქი რომაული ბირემისაგან სატარანო დარტყმას.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]