კვიეტიზმი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კვიეტიზმი (ფრ. quiétisme, ლათინური quies-დან, "მშვიდი", "აუღელვებელი") — რელიგიურ-ეთიკური მოძღვრება, რომელიც ქადაგებს სამყაროსადმი მისტიკურ-მჭვრეტელობით დამოკიდებულებას. პასიურ სულიერ სიმშვიდეს, ღვთის ნებისადმი სრულ მორჩილებას, სიკეთისა და ბოროტისადმი, სამოთხისა და ჯოჯოხეთისადმი გულგრილ დამოკიდებულებას. აღმოცენდა XVII ს. ბოლოს კათოლიციზმში და გამოხატავდა პაპობისა და ინკვიზიციის მიმართ მზარდ ოპოზიციას. კვიეტიზმის მოძღვრების თანახმად, ტანჯვასთან შეგუებული და სამყაროსგან განდგომილი სული მთლიანად იძირება ღვთიურ სიყვარულში.

კათოლიკური ეკლესია და განსაკუთრებით იეზუიტები მკაცრად ილაშქრებდნენ კვიეტიზმის წინააღმდეგ. 1685 წელს საგანგებო საეკლესიო კომისიამ კვიეტიზმი დაგმო, როგორც უზნეო, ერეტიკული მოძღვრება. ტერმინი კვიეტიზმი შემდგომში სინონიმი გახდა პასიურობისა, მორჩილებისა და თავშეკავებისა. ამ მხრივ კვიეტიზმს ბევრი საერთო აქვს აღმოსავლურ რელიგიასთან. კვიეტიზმის ელემენტები შეინიშნება ტოლსტოველობაშიც.

ო. გაბიძაშვილი

ლიტერატურა[რედაქტირება]