კვერცხიჭამია გველისებრნი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| კვერცხიჭამია გველისებრნი | ||||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
მონტანას კვერცხიჭამია გველი Dasypeltis atra
|
||||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||||
|
||||||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||||||
| Dasypeltis | ||||||||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||||||||
კვერცხიჭამია გველისებრნი (Dasypeltis), გველების გვარი ანკარასებრთა ოჯახისა. გვარი შეიცავს 5 სახეობას. მათი სხეულის სიგრძე 80 სმ აღწევს. გავრცელებული არიან აფრიკასა და ინდოეთში. იკვებებიან ფრინველის კვერცხით. კბილები სუსტად აქვთ განვითარებული (მსხვერპლის დაჭერა არ უხდებათ). ხერხემლის წინა მალების გადიდებული მორჩები შეჭრილია საყლაპავის ღრუში და გადაყლაპული კვერცხის ნაჭუჭს ამსხვრევს. კვერცხის შიგთავსი კუჭში ჩაიქცევა, ნაჭუჭი კი პირით გარეთ გამოიდევნება. კვერცხიჭამია გველისებრთაგან ყველაზე ცნობილია აფრიკაში გავრცელებული Dasypeltis scabra.
[რედაქტირება] სახეობები. ქვესახეობები
ჩვეულებრივი კვერცხიჭამია გველი Dasypeltis scabra
Dasypeltis შეიცავს 5 სახეობას:
- მონტანას კვერცხიჭამია გველი, Dasypeltis atra (სტერნფელდი, 1912)
- ცენტრალური აფრიკის კვერცხიჭამია გველი, Dasypeltis fasciata (სმითი, 1849)
- სამხრეთული ყავისფერი კვერცხიჭამია გველი, Dasypeltis inornata (სმითი, 1849)
- აღმოსავლეთ აფრიკის კვერცხიჭამია გველი, Dasypeltis medici
- Dasypeltis medici lamuensis (განსი, 1957)
- Dasypeltis medici medici (ბიანკონი, 1859
- ჩვეულებრივი ანუ რომბისებრი კვერცხიჭამია გველი, Dasypeltis scabra
- Dasypeltis scabra loveridgei (მერტენსი, 1954)
- Dasypeltis scabra scabra (ლინეუსი, 1758)
[რედაქტირება] ჭამა
მონტანას კვერცხიჭამია გველი Dasypeltis atra მიირთმევს კვერცხს.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქსე, ტ. 5, გვ. 495, თბ., 1980
სტატიის