კვერცხების სროლა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კვერცხების სროლაკვერცხის სროლის აქტი სახლებისთვის, მანქანებისთვის ან ადამიანებისთვის. კვერცხების სროლა ჩვეულებრივ განიხილება როგორც ვანდალიზმი და ბევრ ადგილას კრიმინალური დანაშაულია.

კვერცის სროლით შესაძლებელია ქონების დაზიანება. კვერცხით შეიძლება ფანჯრის ჩატეხვა ან სხვა მექანიკური დაზიანების გამოწვევა. გარდა ამისა კვერცხის ცილამ შეიძლება ზიანი მიაყენოს მანქანის ან სახლის საღებავის საფარს.

ადამიანებისთვის კვერცხის სროლა გავრცელებულია როგორც პროტესტის გამოხატვის იაფი ფორმა. ცნობილი პიროვნებებს შორის რომლებსაც კვერცხი ესროლეს არის არნოლდ შვარცენეგერი.

კვერცხის სროლით პროტესტის გამოხატვა დაფიქსირებულია საქართველოშოც. humanright.ge-ს მიხედვით 2007 წლის 28 ოქტომბერს ზუგდიდში ნაცმოძრაობის წევრებმა კვერცხი ესროლეს და მარცხენა თვალი დაუზიანეს ოპოზიციის მიტინგის მონაწილე მზია გადელიას.[1]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Stewart RM. Durnian JM. Briggs MC. "Here's egg in your eye": a prospective study of blunt ocular trauma resulting from thrown eggs. Emergency Medicine Journal. 23(10):756-8, 2006 Oct. სტატია კვერცხების სროლით გამოწვეული თვალის ტრავმების შესახებ.

სქოლიო[რედაქტირება]