კვანგო
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
კვანგო, კუანგო — მდინარე ცენტრალურ აფრიკაში, ანგოლასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. მდინარე კასაის (კონგოს აუზი) უდიდესი მარცხენა შენაკადი. სიგრძე დაახლოებით 1200 კმ, აუზის ფართობი 263, 5 ათ. კმ². სათავე აქვს ლუნდის პლატოზე. ქმნის ჭორომებსა და ჩანჩქერებს. წყალდიდობა იცის სექტემბერ-ოქტომბრიდან აპრილის ჩათვლით. წყლის საშუალო წლიური ხარჯი ქვემო დინებაში 2,7 ათ. მ³/წმ. სანაოსნოა ქვემოთში და ნაწილობრივ შუაწელში. ხდება თევზჭერა.
ლიტერატურა[რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, გვ. 484, თბ., 1980 წელი