კვალი (გაზეთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

„კვალი“ქართული ყოველკვირეული პოლიტიკური, სამეცნიერო და ლიტერატურული გაზეთი, ეროვნულ-ლიბერალური მიმართულებისა. 1892 წელს სოფელ ბრილში, ნიკოლოზ დიასამიძის სახლში, მისივე მონაწილეობით ჩატარდა გაზეთ „კვალის" დამფუძვნებელი კრება. გაზეთი გამოდიოდა 1893–1904 წლებში თბილისში. 1893–1896 წლებში გაზეთი დიდ ადგილს უთმობდა „მესამე დასის“ დამწყებ ლიტერატორებს. 1898 წლიდან გაზეთი გადავიდა „მესამე დასის“ ხელში და გახდა რუსეთის იმპერიაში პირველი ლეგალური მარქსისტული ორგანო. 1898-1901 წლებში მისი რედაქტორი იყო ნოე ჟორდანია. ქვეყნდებოდა სტატიები საქართველოს ეკონომიკის, ისტორიის, ეთნოგრაფიის, გეოგრაფიისა და მეცნიერების სხვადასხვა დარგებიდან. იბეჭდებოდა მხატვრული ლიტერატურა, პუბლიცისტური და კრიტიკული წერილები, ბიბლიოგრაფია. გაზეთი მთავრობამ აკრძალა 1904 წელს.

რედაქტორი-გამომცემლები — ა. თუმანიშვილი-წერეთლისა (ფაქტობრივი რედაქტორი-გამომცემელი — გიორგი წერეთელი), ა. ალექსი-მესხიშვილი. დაიხურა მთავრობის განკარგულებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლორთქიფანიძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 483.
  • ქართული ჟურნალებისა და კრებულების ანალიტიკური ბიბლიოგრაფია, ნაკვ. 3, თბ., 1944;
  • მგალობლიშვილი ქ., ქართული გაზეთების ბიბლიოგრაფია, «პროლეტარული რევოლუცია», 1943, № 3;
  • კარიჭაშვილი დ., ქართული პერიოდული გამოცემების ბიბლიოგრაფიული მიმოხილვა, «წიგნის მეგობარი», 1925, № 2;