კეწეწურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კეწეწურა
Koeleria pyramidata
Koeleria pyramidata
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Koeleria

კეწეწურა (ლათ. Koeleria) — მრავალწლოვანი, იშვიათად ერთწლოვანი ბალახების გვარი მარცვლოვანთა ოჯახისა. მკვრივ ან მეჩხერკორდოვანი თავთავიანი მცენარეებია.

60-მდე სახეობა გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროს ზომიერი ჰავის ზონაში. საქართველოში 11 სახეობაა. უმრავლესობა იზრდება დაბლობიდან მთის ზედა სარტყლამდე — ველებსა და მდელოებზე, ბუჩქნარებში, ქვიან ფერდობებზე, 4 სახეობა კი სუბალპურ და ალპურ სარტყელში. მაღალმთის მდელოებზე უფრო ხშირია გვალვაგამძლე დიდყვავილა კეწეწურა (Koeleriamactantha ადრე Koeleria gracilis) და კავკასიური კეწეწურა (Koeleria caucasica).

საქართველოს ენდემი ალბოვის კეწეწურა (Koeleria albovii) იზრდება აჭარისა და გურიის ალპურ სარტყელში კეწეწურას სახეობები „ნაკლებმნიშვნელოვანი“ საძოვრის ბალახია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]