კეტელმერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კეტელმერი
კეტელმერის ტბა
კეტელმერის ტბა
კოორდინატები: 52°35′48″ ჩ. გ. 5°45′44″ ა. გ. / 52.59667° ჩ. გ. 5.76222° ა. გ. / 52.59667; 5.76222
მდებარეობა ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები
ფართობი 35 კმ²
საშუალო სიღრმე 2,4 
კეტელმერი — ნიდერლანდები
კეტელმერი

კეტელმერი (ნიდერლ. Ketelmeer) — ტბა ნიდერლანდებში. დიდი ნაწილი მოქცეულია ფლევოლანდის პროვინციის ტერიტორიაზე. ფართობი 35 კმ², საშუალო სიღრმე 2,4 მ. დასავლეთით იგი შეერთებულია ეისელმერის ტბასთან. აღმოსავლეთი მხრიდან ერთვის მდინარე ეისელი, რომლის დელტა ეკუთვნის ოვერეისელის პროვინციას. იქვეა განლაგებული ზვარტე-მერისა და ვოსემერის ყურეები, რომლებიც ახალი მიწების დაშრობის შედეგად წარმოიქმნენ. ტბის შუა ნაწილში მდებარეობს ხელოვნური კუნძული ეისელოგი, რომელიც აშენებულია ნარჩენების შესანახად. ტბაზე გადაგდებულია ასა­წე­ვი ხი­დი კეტელბრიუგი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]