კერინსი-სებლატის ეროვნული პარკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კერინსი-სებლატის ეროვნული პარკი


IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
Kerinci.jpg
მდებარეობა ინდონეზია, კუნძული სუმატრა
კოორდინატები 3°34′01″ ს. გ. 97°37′45″ ა. გ. / 3.56694° ს. გ. 97.62917° ა. გ. / -3.56694; 97.62917
ფართობი 13 791 კმ²
დაარსდა 1999
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1167
რუს.ინგლ.ფრ.

კერინსი-სებლატის ეროვნული პარკი — უდიდესი ეროვნული პარკი ინდონეზიის კუნძულ სუმატრაზე. მისი ფართობი 13 791 კმ²-ია და ინდონეზიის ოთხი პროვინციის ტერიტორიაზე ვრცელდება. 2004 წლიდან გუნუნგ-ლიოსერისა და ბუკიტ-ბარისან-სელატანის ეროვნულ პარკებთან ერთად, შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში საერთო სახელით - სუმატრის ტროპიკული ტყეები.

პარკი მოიცავს ბარისანის მთათა სისტემის დიდ ნაწილს და მათ შორის სუმატრის უმაღლეს მწვერვალ კერინსის (3 805 მ). მრავლადაა სწრაფი მდინარეები, მღვიმეები, ცხელი წყაროები, ჩანჩქერები და უმაღლესი კალდრეის ტბა მთელს სამხრეთ აზიაში - გუნუნგ-ტუჯუჰი.

პარკი ფლორისა და ფაუნის ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა. გავრცელებულია მცენარეთა 4 000-ზე მეტი სახეობა, მათ შორისაა მსოფლიოში უდიდესი ყვავილი Rafflesia arnoldii. ცხოველებიდან აღსანიშნავია: სუმატრის ვეფხვი, სუმატრის მარტორქა, სუმატრის სპილო, ბორნეოს ლეოპარდი, მალაიური ტაპირი. პარკში ასევე ბინადრობს ფრინველთა 370 სახეობა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]