კერგელენი (კუნძული)
| მშობ. სახელი: Îles Kerguelen | |
|---|---|
| გეოგრაფია | |
| მდებარეობა | ინდოეთის ოკეანე |
| მთავარი კუნძული | კერგელენი |
| ფართობი | 7,215 კმ² |
| ქვეყანა | |
| დემოგრაფია | |
| მოსახლეობა | 70 (ზამთარში) 110 (ზაფხულში) |
კერგელენისი (ფრ.: Îles Kerguelen) – კუნძულების ჯგუფი ინდოეთის ოკეანის სამხრეთით. ეს კუნძული არის საფრანგეთის ტერიტორია. აქ მუდმივი მოსახლეობა არ ცხოვრობს, თუმცა წელიწადის ნებისმიერ დროს კერგელენზე არის 50-100 ადამიანი, რომლებიც ძირითადად კვლევით საქმიანობას ეწევიან.[1]
მთავარი კუნძულის ფართობი შეადგენს 6,675 კვადრატულ კილომეტრს, მის გარშემო არის დაახლოებით სამასი მცირე კუნძულის ჯგუფი, კერგელენის არქიპელაგის საერთო ფართობი შეადგენს 7,215 კმ²-ს. აქ კლიმატი საკმაოდ ცივია, ხშირია ძლიერი ქარები, ბუნებრივი პირობების გათვალისწინებით ეს კუნძული საკამოდ გავს ალასკის სიახლოევეს არსებულ ალეუტის კუნძულებს.
კუნძულზე არ არსებობს აეროპორტი, რის გამოც კონტინენტებთან დაკავშირება მხოლოდ გემებით ხორციელდება.
ისტორია [რედაქტირება]
არქიპელაგი პირველად აღმოჩენილი იქნა 1772 წლის თებერვალში, ფრანგი მეზღვაურის ი.ჟ კარგელის მიერ. 1776 წელს არქიპელაგი გაიარა ცნობილმა ინგლისელმა მეზღვაურმა ჯეიმზ კუკმა. მოგვიანებით აქ მოეწყო: ბრიტანეთის, გერმანიის და აშშ-ის მრავალი ექსპედიცია.
მეორე მსოფლიო ომის დროს, 1940 წლის დეკემბერში ეს კუნძულები გერმანელებმა დაიკავეს. ომის დასრულების შემდეგ, კერგელენი კვლავ საფრანგეთს დაუბრუნდა.
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Sea Level Measurement and Analysis in the Western Indian Ocean, UNSECO Intergovernmental Oceanographic Commission
სტატიის