კერბეროსი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კერბეროსი. მიწისქცეშა სამყაროს კარების მცველი.
ბერძნული მითოლოგია
ღმერთები
გმირები
სხვები

კერბერი ან კერბეროსი, (ბერძნ. Κέρβερος) — ტიფონისა და ექიდნეს ვაჟი. მიწისქცეშა სამყაროს (ჰადესის) კარების მცველი საშინელი ურჩხული. მას ჰქონდა სამი თავი, მის კისერზე გველები იკლაკნებოდნენ და კუდი ლაშდაღრენილი გველეშაპის თავით უმთავრდებოდა. კერბერი ჰადესში ყველას უშვებდა, იქიდან კი — არავის. მხოლოდ ერთადერთმა — ორფეოსმა შეძლო ჯადოსნური სიმღერით დაეძინებინა კერბერი და გამოპარულიყო მიწისქვეშეთიდან.

[რედაქტირება] ჰერაკლეს გმირობა

გამოსახულება ქოთანზე. ჰერაკლემ მიჰგვარა კერბერი მიკენეს მეფე, ევრისთევსს

მიკენეს მეფემ — ევრისთევსმა დაავალა ჰერაკლეს ჰადესიდან კერბერის ამოყვანა. დიდი ხნის სიარულისა და მრავალი თავგადასავლის შემდეგ ჰერაკლე მივიდა მიწისქვეშეთის მეფე ჰადესთან და კერბეროსის გატანება მოსთხოვა. ჰადესს გაუკვირდა ჰერაკლეს ნახვა და სათხოვარი, დაეთანხმა, მაგრამ იმ პირობით, თუკი გმირი კერბერს ცარიელი ხელით დაიმორჩილებდა. რკინისავით მაგარი ხელები შემოაჭდო ჰერაკლემ ურჩხულს და მოსთხოვა გაჰყოლოდა, მაგრამ კერბეროსი არ ნებდებოდა. დიდხანს აწამა ურჩხული ჰერაკლემ და ბოლოს ნახევრად მკვდარი აიტაცა და წამოიყვანა. მეტისმეტად შეაშინა უკუნეთის მკვიდრი დღის სინათლემ, იგი მთლიანად ცივმა ოფლმა დაფარა, აცახცახდა და დაღრენილი ლაშებიდან მომწამლავი დუჟი სდიოდა, დუჟისგან შხამიანი ბალახები იზრდებოდნენ. ჰერაკლემ კერბერი მიკენში მიიყვანა და ევრისთევსს მიჰგვარა, მაგრამ მეფე დანახვისთანავე შიშმა შეიპყრო და შეევედრა გმირს, კვლავ ჰადესში წაეყვანა ეს საშიშროება. ჰერაკლემ შეისმინა და კვლავ თავის სამფლობელოში დააბრუნა კერბეროსი.

გადატანითი მნიშვნელობით კერბერს უწოდებენ ავ, მრისხანე დარაჯს. იგივე ლათინურად ცერბერი. [1]

[რედაქტირება] სქოლიო

  1. ნოდარ გაფრინდაშვილი. მითოლოგიური ლექსიკონი. გვ. 158 - თბილისი, „განათლება“, 1972.
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე