კენიის კრიზისი (2007–2008)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პოლიციის კორდონი ნაირობიში

კენიის პოლიტიკური კრიზისი დაიწყო 2007 წლის 27 დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ეს იყო ეთნიკურ ნიადაგზე წარმოქმნილი კრიზისი.

ერთმანეთს დაუპირისპირდნენ კენიის მოქმედი პრეზიდენტი მვაი კიბაკი ნაციონალური ერთობის პარტიიდან (ეთნიკური ჯგუფი კიკუიუ) და რაილა ოდინგა ნარინჯისფერი დემოკრატიული მოძრაობიდან (ეთნიკური ჯგუფი ლუო). კრიზისის პირველ ორ კვირაში დაიღუპა დაახლოებით 700 ადამიანი, მ. კიბაკიმ მხარდაჭერისათვის მიმართა უგანდის ხელისუფლებას. 29 იანვარს სამმა სამხედრო თვითმფრინავმა დაბომბა კიკუის ტომის ხალხი ქალაქ ნაივაშაში, რომლებიც ცდილობდნენ ხელი შეეშალათ ლუის ეროვნული უმცირესობის ევაკუაციისათვის. სხვადასხვა მონაცემებით სულ დაიღუპა 1000–2500 ადამიანი.

2008 წლის 17 აპრილს კონფლიქტი დარეგულირდა ეროვნული ერთიანობის კოალიციური მთავრობის შექმნით, რომელსაც სათავეში ჩაუდგა რაილა ოდინგა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: