კემპბელის კუნძული
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| მშობ. სახელი: Campbell Island | |
|---|---|
| გეოგრაფია | |
| მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
| კოორდინატები | / |
| ფართობი | 112,68 კმ² |
| უმაღლესი წერტილი | 500 მ |
| დემოგრაფია | |
| მოსახლეობა | დაუსახლებელი |
კემპბელის კუნძული (მაორ. Motu Ihupuku) — დაშორებული, დაუსახლებელი, სუბანტარქტიკული კუნძული კემპბელის კუნძულთა ჯგუფში, ახალი ზელანდიის შემადგენლობაში. მოიცავს 112,68 კმ²-ს ჯგუფის 113,31 კმ²-დან. გარსშემორტყმულია მრავალი მომცრო კუნძულით. კემპბელი მთიანია, მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 500 მეტრს აღწევს. აღმოსავლეთ სანაპიროზე, ზღვაში იხსნება ფიორდი.
ახალი ზელანდიის სხვა სუბანტარქტიკულ კუნძულებთან ერთად, კემპბელი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული.
კუნძული 1810 წელა კაპიტანმა ფრედერიკ ჰასელბორომ აღმოაჩინა
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
- Topographic map, Campbell Island, NZMS 272/3, Edition 1, 1986.
- Long description of Campbell Island and especially its history
- Landcare Research - Campbell Island
- Campbell Island Bicentennial Expedition