კელასური (მდინარე)
|
|
|
|---|---|
| დახასიათება | |
| სიგრძე | 42 კმ |
| აუზის ფართობი | 220 კმ² |
| წყლის ნაკადი | |
| სათავე | ბზიფის ქედის სამხრეთ კალთა |
კელასური, მდინარე აფხაზეთში. სათავე აქვს ბზიფის ქედის სამხრეთ კალთაზე. ხიმსის მყინვარზე, 2582 მ სიმაღლეზე. ერთვის შავ ზღვას სოფ. კელასურთან. სიგრძე 42 კმ, აუზის ფართობი 220 კმ2. საზრდოობს წვიმის, თოვლის, მიწისქვეშა და მყინვარული წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე. ზაფხულისა და შემოდგომაზე — ინტენსიური წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნა. წყალმცირეა ზამთარში. საშუალო მრავალწლიური ხარჯი შესართავთან 13,2 მ3/წმ. ზღვაში წლიურად შეაქვს 420 მლნ. მ3 წყალი. ქვემო დინებაში კელასურის მარცხენა ნაპირიდან წყლის ნაწილი გადის მიწისქვეშა კარსტული ნაპრალით და გამოდის მდინარე ბესლეთის სათავეში მძლავრ წყაროებად. 1978 წელს შეასრთავიდან 13 კმ-ზე კლდეზვავმა გადაგუბა მდინარე და წარმოშვა ტბა, რომლის ფართობი დაახლოებით 3 ჰა, უდიდესი სიღრმე 21 მ.
კლისური არის მდინარე კელასურის ძველი სახელწოდება.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, გვ. 462, თბ., 1980 წელი.
სტატიის