კეთრინ ტრემელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შერონ სტოუნი როგორც კეთრინ ტრემელი ფილმში „ძირითადი ინსტინქტი“

კეთრინ ტრემელი (ინგლ. Catherine Tramell) — გამოგონილი პერსონაჟი ფილმში „ძირითადი ინსტინქტი“ (1992) და მის სიქველში „ძირითადი ინსტინქტი 2“ (2006), რომელსაც ორივე ფილმში შერონ სტოუნი თამაშობს. „ძირითადი ინსტინქტში“ ტრემელი ანტაგონისტი და დეტექტივ ნიკ კარენის საყვარელია, ხოლო სიქველში კი - პროტაგონისტი.

ერთმა ევროპელმა კრიტიკოსმა კეთრინ ტრემელი დაახასიათა, როგორც „კლასიკურ საბედისწერო ლამაზმანსა და ახალ ფსიქოაქტიურ მკვლელებს შორის შერწყმა, ერთ-ერთი ყველაზე ბოროტი გმირი, რაც კი ოდესმე შექმნილა, ჰანიბალ ლექტერის დონეზე მყოფი“. ის იყო ნომინირებული, რათა ყოფილიყო ამერიკული კინოს ინსტიტუტის „საუკეთესო ბოროტმოქმედების“ სიაში. ის ასევე იყო ერთ-ერთი მათგანი 250 საუკეთესო ფიქტიურ ბოროტმოქმედებში, რაც კი ოდესმე შექმნილა.

გმირის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ძირითად ინსტინქტში“ კეთრინ ტრემელი 1961 წელსაა დაბადებული. „ძირითად ინსტინქტ 2“-ში კი სჩანს, რომ დაბადების წელი წელი შეცვლილია 1968-ით, რადგან 2006 წელს, ფილმის ოფიციალური ვებ-გვერდის მიხედვით, ის 38 წლის იყო.

1979 წელს კეთრინმა თავისი მშობლები სანაოსნო ინციდენტის მოწყობით მოკლა, რის შედეგადაც მას 110 მილიონი დოლარის მემკვიდრეობა დარჩა. მშობლების სიკვდილი პარალელს ავლებს მის ერთ-ერთ რომანთან - „ჩემი პირველი მცდელობა“ („My first time“), რომელიც წლების შემდეგ დაწერა და რომელშიც ბიჭი თავის მშობლებს კლავს, რათა ნახოს „შეძლებს თუ არა ამის გადატანას".

ის ორჯერ სპეციალიზირდა ფსიქოლოგიასა და ლიტერატურაში, კალიფორნიის უნივერსიტეტში და 1983 წელს ლათინური ხარისხებით (magna cum laude) სწავლა განასრულა. კოლეჯში სწავლის წლებში მისი კონსულტანტი პროფესორი ნოა გოლდშტაინი მოკლულ იქნა ყინულის სატეხით, რამაც სავარაუდოდ კეთრინს იდეა მისცა თავისი სხვა რომანისათვის - „სიყვარული სტანჯავს“ (Love Hurts). ამ პერიოდში, მხოლოდ ერთხელ, მას სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა ასევე ფსიქოლოგიის სტუდენტ ლიზა ჰობერმენთან (მოგვიანებით ცნობილი როგორც ელიზაბეთ გარნერი).

ის იყო დანიშნული ბოქსიორ მანუელ (მანი) ვასკესზე, რომელიც 1984 წელს ატლანტიკ სითიში პრიზისათვის ბრძოლის დროს გარდაიცვალა. კეთრინს, რომელიც ღიად ბისექსუალია, ორივე სქესის წარმომადგენლებთან უამრავი ხანმოკლე და არასერიოზული რომანი აქვს, რომლებიც მაშინ მთავრდება, როდესაც ის მათ თავს ანებებს და კლავს.

მან ბესტსელერი კრიმინალური რომანები გამოსცა. მისი მკვლელობების ე.წ. Modus operandi (მუშაობის ჩვევა და მანერა, მოქმედებისა თუ ფუნქციონირების მეთოდი) შეიცავს მისივე რომანების ალიბად გამოყენებას. მას ასევე ჩვევაში აქვს მკვლელებთან დამეგობრება, მაგალითად ხანში შესული ქალი, რომელმაც გაურკვეველი მიზეზის გამო თავისი ქმარი და შვილები სასიკვდილოდ დაჭრა და როქსი - მისი ლეზბოსელი საყვარელი, რომელმაც თინეიჯერობის დროს თავისი ოჯახი ამოწყვიტა.

კეთრინ ტრემელი ჩანს, როგორც შეუდარებელი, ქარიზმატული სოციოპათი, რომელიც ძირითადად საკუთარი თავის გართობისათვის მანიპულირებს ყველა მის გარშემო მყოფით და მოსწონს ხალხის კვლა.

ტრემელის მსხვერპლთა სია „ძირითადი ინსტინქტიდან“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ძირითად ინსტინქტამდე“ და მისი მსვლელობის დროს შემდეგი ხალხი დაიღუპა ძალადობრივი სიკვდილით, რომელთაგანაც თითქმის ყოველი მათგანი კეთრინის მიერაა მოკლული:

სახელი ვინაობა მეთოდი შესაძლო მოტივი
მკვლელობები „ძირითად ინსტინქტამდე“
მარვინ და ელაინ ტრემელები კეთრინის მშობლები ნავის აფეთქება რათა ენახა შეძლებდა თუ არა ამის გადატანას, მემკვიდრეობა
ნოა გოლდშტაინი კეთრინის კოლეჯის კონსულტანტი მოკლული ყინულის სატეხით უცნობია
მანი ვასკესი კეთრინის საქმრო მოკლული ბოქსის მატჩის დროს უცნობია
ჯოზეფ გარნერი ელიზაბეთ გარნერის მეუღლე თოფის სროლით რათა ელიზაბეთთან დაბრუნებულიყო
მკვლელობები „ძირითადი ინსტინქტის“ მსვლელობისას
ჯონი ბოზი შეყვარებული მოკლული ყინულის სატეხით სექსუალური აქტის დროს რათა თავისი რომანი რეალობაში დაეკოპირებინა
როქსი კეთრინის ლესბოსელი ავტო შემთხვევა უცნობია
ოფიცერი მარტი ნილსენი შინაგან საქმეთა მოხელე თოფის სროლით რათა ნიკი ისეთივე სიტუაციაში ჩაეგდო, როგორშიც თავად იყო
გას მორენი ნიკის პარტნიორი მოკლული ყინულის სატეხით რათა თავისი უახლესი წიგნი რეალობაში დაეკოპირებინა

მისი პოტენციური მსხვერპლია ნიკ კარენი, რომელიც ფილმის ბოლო სცენებში თითქმის უნდა მოკვდეს. დასასრული ორაზროვანია: ან კეთრინი ემშვიდობება თავის კრიმინალურ კარიერას რაღაც უკეთესობისათვის ან უბრალოდ დროებით გადადო ნიკის მოკვლა. მეორე ფილმში ნიკ კარენი გაუჩინარდა და აღარ ჩანს და როგორც დოქტორ ჩილტონს „კრავთა დუმილიდან“, ჩვენ ვერც მის მკვლელობას ვხედავთ, თუმცა მისი სიკვდილი უფრო მეტია ვიდრე ალბათობა. ესპანეთში ინტერვიუს დროს შერონ სტოუნმა თქვა, რომ „საცოდავი ნიკი მკვდარია“, რაშიც, სწრაფი მოძრაობით, იგულისხმა, რომ მისმა გმირმა ყინულის სატეხი მართლაც გამოიყენა.

ძირითადი ინსტინქტი 2[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შერონ სტოუნი როგორც კეთრინ ტრემელი ფილმში „ძირითადი ინსტინქტი 2“

სიქველში „ძირითადი ინსტინქტი 2“, როცა მისმა ფსიქიატრმა არასაკმარისი სამხილი წარადგინა სასამართლოს წინაშე, ტრემელი საბოლოოდ გაექცა მართლმსაჯულებას. შემდეგ პოლიციამ განაგრძო მისი რამდენიმე მომდევნო მკვლელობის გამოძიება. ბოლოს ის კიდევ ერთხელ დაუსხლტა მართლმსაჯულებას, როცა ნამდვილი მკვლელი - დოქტორ გლასი დააკავეს მთავარი დეტექტივის - როი უოშბერნის სროლისათვის. ტრემელი ირწმუნება, რომ ის ყველაფრის მიუხედავად, მკვლელი არაა, თუმცა დოქტორ გლასს უბრალოდ აიძულა, რომ ის თავის ძირითად ინსტინქტებს მიჰყოლოდა.

ფსიქოლოგიური დიაგნოზი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ძირითად ინსტინქტ 2“-ში ტრემელი დიაგნოსტირებულია ექიმ მაიკლ გლასის მიერ, როგორც „რისკისაკენ მიდრეკილებით“ შეპყრობილი. ის ამბობს: „მჯერა შინაგანად ის ირხევა ღმერთის მსგავსად ყოვლისშემძლეობის განცდასა და იმ შეგრძნებას შორის, რომ ის უბრალოდ არ არსებობს, რაც რა თქმა უნდა გაუსაძლისია. მე მჯერა მის ტრემელის ქმედება განსაზღვრულია იმით, რასაც ჩვენ შეიძლება რისკისაკენ მიდრეკილება ვუწოდოთ. დაუძლეველი მოთხოვნილება, იმისა, რომ საკუთარ თავს დაუმტკიცოს, რომ მას შეუძლია რისკზე წასვლა და საფრთხის გადალახვა, რაც სხვა ხალხს არ ძალუძთ. განსაკუთრებით, პოლიციასთან და არსებულ ავტორიტეტულ ძალებთან დაპირისპირებები. რაც უფრო დიდია რისკი, მით უფრო დიდია მისი ყოვლისშემძლეობის დასტური. მართლაც მისი არსებობა. ყოველი მიდრეკილება პროგრესულია, შეპყრობილ პიროვნებას ყოველთვის უფრო და უფრო დიდი რისკი დასჭირდება. ვეჭვობ, რომ მისთვის ერთადერთი ლიმიტი საკუთარი სიკვდილი იქნება“.

გლასი ასევე აღწერს ტრემელს, როგორც „ნარცისი“ და „პათოლოგიური მატყუარა“. „ძირითადი ინსტინქტი 2“-ის მსვლელობაში სხვადასხვა გმირები მას ახასიათებენ, როგორც „ფსიქოპატს“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]