კეთილშობილი მარჯანი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კეთილშობილი მარჯანი

კეთილშობილი (წითელი) მარჯანი (Corallium rubrum), ნაწლავღრუიანი ცხოველი მარჯნის პოლიპების კლასისა. გავრცელებულია ხმელთაშუა ზღვასა და ატლანტის ოკეანეში, 100-200 მ სიღრმეზე. ქმნის დატოტვილ კოლონებს, რომლებიც მჭიდროდაა მიმაგრებული კლდოვან გრუნტზე. თვითონ პოლიპი თეთრია, აქვს 8 ბუმბულისებრი საცეცი, წითელი კიროვანი სხეულაკებისაგან (სპიკულებისაგან) შემდგარი შინაგანი ჩონჩხი, რომლისაგანაც ამზადებენ სამკაულებს - მძივებს, სამაჯურებსა და სხვა.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 5, გვ. 459, თბ., 1980
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე