კებრა ნეგასტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შებეს დედოფლის იერუსალიმში სტუმრობის ამსახველი ფრესკა

'კებრა ნეგასტი' (ამჰარ.: ክብረ ነገሥት, თარგმანში: მეფეთა დიდების წიგნი) – გეეზზე დაწერილი წიგნი, რომელიც ეთიოპიის იმპერატორთა, სოლომონის დინასტიის წარმოშობას აღწერს. დღეისთვის მოღწეული ტექსტი მინიმუმ 700 წლისაა. ის ბევრი ეთიოპიელი ქრისტიანისთვისა და რასტაფარიანელებისთვის გარკვეულ წმინდა ტექსტს წარმოადგენს. ტექსტი შეიცავს როგორც შებას დედოფლის და სოლომონის შეხვედრას ასევე იმას თუ როგორ ჩამოიტანა მენელიკ I-მა ეთიოპიაში აღქმის კიდობანი და როგორ მოექცნენ ეთიოპები კერპთაყვანისმცემლობიდან ერთი, ისრაელის ღმერთის აღიარებაზე. როგორც 1967 წელს ედვარდ ულენდორფმა განმარტა: "კებრა ნეგასტი არ არის უბრალოდ ლიტერატურული ნაწარმოები, არამედ ეთიოპების ეროვნების და რელიგიური ფასეულობების მატარებელიც."[1]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Edward Ullendorff, ეთიოპია და ბიბლია (Oxford: University Press for the British Academy, 1968), p. 75

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Leeman, Bernard. “The Sabaean Inscriptions at Adi Kaweh”, AFSAAP Conference University of Queensland September 30 - October 2, 2009,

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]