კბილანასებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Anarhichas lupus

კბილანასებრნი (ლათ. Anarhichadidae) — ზღვის თევზების ოჯახი ქორჭილასნაირთა რიგისა. აქვთ წვრილი ქერცლით დაფარული წაგრძელებული სხეული, მაგარი საკვების დასაქუცმაცებლად მომარჯვებული კბილები. ბინადრობენ ოატლანტისა და წყნარი ოკეანეების ჩრდილოეთ ნაწილში. კბილანასებრნი აერთიანებენ 2 გვარს: Anarhichthys-ს, რომელიც შეიცავს ერთ სახეობას — გველთევზასებრ კბილანას (Anarhichthys ocellatus), და Anarhychas-ს, რომელიც აერთიანებს 4 სახეობა: შორეულაღმოსავლურ კბილანას (Anarhychas orientalis), ლურჯ კბილანას (Anarhychas denticulatus), ხალებიან ან ჭრელ კბილანას (Anarhychas minor) და ჩვეულებრივ ანუ ზოლებიან კბილანას (Anarhychas lupus). კბილანასებრნი რეწვის ობიექტია. ხორცს საკვებად იყენებენ, ტყავისაგან ამზადებენ ხელჩანთებსა და სხვა ნაკეთობებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]