კა’ დ’ორო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან კა' დ'ორო)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სასახლის ფასადი გრანდ-კანალის მხარეს.

კა’ დ’ორო ან პალაცო სანტა-სოფია (იტალ. Ca' d'Oro) — სასახლე ვენეციაში, გრანდ-კანალზე, კანარეჯოს რაიონში.

გოტიკური სტილის შენობა XV საუკუნეში, 1425-40 წლებს შორის აშენდა, არქიტექტორი ჯოვანი ბონისა და მისი ვაჟის ბართოლომეო ბონის პროექტით. მის ადგილას უწინ ბიზანტიური სასახლე იდგა, რომლის ფრაგმენტები კა’ დ’ოროს ფასადში შემონახულ იქნა. შენობა კონტარინის ოჯახისთვის იყო განკუთვნილი. სასახლე ყველაზე ელეგანტურად ითვლება ვენეციურ სტილში ნაგებ შენობათა შორის. 1927 წლიდან აქ განლაგებულია გალერეა ფრანკეტი.