კახი ხუციშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კახი ხუციშვილი (დ. 14 ივლისი, 1928, სოფ. ართანა, თელავის რაიონი) — ქართველი მხატვარი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერისა და დეკორატიული ხელოვნების ფაკულტეტი.

1954 წლიდან იყო კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დამდგმელი მხატვარი; როგორც ილუსტრატორი თანამშრომლობდა გამომცემლობებთან „ნაკადული“, „მერანი“, „საბჭოთა საქართველო“, „ცოდნა“. გააფორმა ფილმები: „მაგდანას ლურჯა“ (1954), „ჩვენი ეზო“ (1957), „სხვისი შვილები“ (1958), „მაია წყნეთელი“ (1959), „დიდოსტატის მარჯვენა“ (1970), „თეთრი ბაირაღები“ (1989) და სხვ.

1960 წლიდან არის საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1998 — ღირსების ორდენი
  • 1985 — შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1983 — საქართველოს სახალხო მხატვარი
  • 1981 — სსრკ სახელმწიფო პრემია

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]