კაჩკარი
|
კაჩკარი |
||
|---|---|---|
|
კოორდინატები: / |
||
| მდებარეობა | ||
| სიმაღლე | 3937 მ[1] | |
| ქედი | ლაზისტანის ქედი | |
კაჩკარი (თურქ. Kaçkar Dağı) — მწვერვალი ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ თურქეთში. სიმაღლე 3937 მ. წარმოადგენს ლაზისტანის ქედის უმაღლეს წერტილს. მწვერვალის თავზე და მიმდებარე დაცულ ტერიტორიებზე თოვლი მთელი წლის განმავლობაში ძევს. მთაზე ასვლა შესაძლებელია ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილიდან, ადგილ იუკარი-კავრუნიდან. ქალაქ რიზედან სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს 60 კმ-ში. გეოლოგიურ აგებულებაში მონაწილეობენ ფიქლები და კირქვები. არის ვულკანოგენური ქანებიც.
ზღვის დონიდან 2100 მ სიმაღლემდე ნაძვისა და სოჭის ტყეებია, უფრო მაღლა საძოვრებია. მწვერვალზე მყინვარებია. ჩრდილოეთ კალთა ხეობებითაა გადაკვეთილი, ხოლო სამხრეთი – შედარებით ციცაბოა.
მთა კაჩკარის სახელწოდება წარმოსდგება სომხური სიტყვისაგან „kaçkar“ (სომხ. Խաչքար[2] — haçkar / კაჩკარი, რაც ნიშნავს — ქვის ჯვარს[3]).
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება]
- ↑ Kackar Dagi, Turkey]
- ↑ Marc Dubin (1989). Trekking in Turkey. Lonely Planet, გვ. 125. ISBN 0-86442-037-4.
- ↑ Robert H. Hewsen. Armenia: A Historical Atlas. — University of Chicago Press, 2001. — 341 p. — ISBN 0226332284, ISBN 9780226332284. P.212. "River between the port of Atina (now Pazar) on the coast and the great inland peak called Kajkar (Arm. Khach'k'ar) Dagh 'Cross-stone Mountain'"
|
||||||||