კატისთვალა გველი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| კატისთვალა გველი | ||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
|
||||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||||
| Telescopus | ||||||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||||||
კატისთვალა გველი (Telescopus) — გველების გვარი ანკარასებრთა ოჯახისა. თვალის გუგა სინათლეზე ვერტიკალურადაა შევიწროებული და კატისას მოგვაგონებს. აქვთ ღარიანი შხამიანი კბილები. გავრცელებულია ევროპაში, სამხრეთ-დასავლეთ აზიასა და აფრიკაში. გვარი შეიცავს 12 სახეობას. ამიერკავკასიაში 1 სახეობაა — ჩვეულებრივი კატისთვალა გველი — Telescopus fallax, რომელიც ცნობილია აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში. ბინდისა და ღამის ცხოველია. იკვებება პატარ-პატარა ცხოველებით. ადამიანისათვის უვნებელია, კბილების მდებარეობა დაშხამვის საშუალებას არ იძლევა.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება]
- მუსხელიშვილი თ., ქსე, ტ. 5, გვ. 437, თბ., 1980