კატატუმბო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კატატუმბო
Río Catatumbo
Catatumbolightning.jpg
ქვეყნები კოლუმბიის დროშა კოლუმბია, ვენესუელის დროშა ვენესუელა
სათავე აღმოსავლეთი კორდილიერა
სიგრძე 500 კმ
აუზის ფართობი 22,317 კმ²

კატატუმბო (ესპ. Río Catatumbo) — მდინარე სამხრეთ ამერიკაში, კოლუმბიასა და ვენესუელაში. სათავეს იღებს კოლუმბიის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში (ნორტე-დე-სანტანდერის დეპარტამენტი). ერთვის მარაკაიბოს ტბას ვენესუელის ტერიტორიდან. სიგრძე 500 კილომეტრი, აუზის ფართობი 22,317 კმ², რომელთაგან 16 626 კმ² კოლუმბიის ტერიტორიაზეა, დანარჩენი — ვენესუელაში. მდინარე იბადება აღმოსავლეთ კორდილიერას ჩრდილოეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 3850 მ სიმაღლეზე. კატატუმბოს გასწვრივ დასახლებულები არიან ხალხი — ბარები. მდინარე კატატუმბო პირველ რიგში ცნობილია თავისი განთქმული ატმოსფერული მოვლენით, რომელიც ლიტერატურაში ცნობილია როგორც კატატუმბოს ელვა. აღნიშნული ფენომენი ფიქსირდება მდინარე კატატუმბოს შესართავთან, მარაკაიბოს ტბაში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]