კატარინა მასეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კატარინა მასეტი
შვედ. Katarina Mazetti[1]
დაბადების თარიღი 29 აპრილი, 1944(1944-04-29)[2] [1] [3] [4] [5] (79 წლის)
დაბადების ადგილი სტოკჰოლმი[1]
საქმიანობა ჟურნალისტი, მწერალი და საბავშვო მწერალი
ენა შვედური ენა
მოქალაქეობა  შვედეთი
ალმა-მატერი ლუნდის უნივერსიტეტი
ჟანრი მოთხრობა, რომანი, ისტორიული რომანი, საბავშვო და ახალგაზრდული ლიტერატურა, პოეზია და სცენარი
ჯილდოები Piraten award
საიტი katarinamazetti.com/enfrancais001.html
katarinamazetti.com

კატარინა მასეტი (შვედ. Katarina Mazetti) (დ. 29 აპრილი, 1944 )— შვედი ჟურნალისტი და მწერალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კატარინა მასეტი დაიბადა სტოკჰოლმში, მაგრამ შვედეთის სამხრეთში, საზღვაო პორტ კარლსკრუნაში გაიზარდა. ჟურნალისტიკაში ძალები ადგილობრივ გაზეთებში მოსინჯა. ლუნდის უნივერსიტეტში ლიტერატურასა და ინგლისურ ენაში მაგისტრის ხარისხი მიიღო. ამის შემდეგ ერთხანს მასწავლებლად, რადიოპროდიუსერად და რეპორტიორად მუშაობდა. ოცი წლის განმავლობაში მეუღლესა და ოთხ შვილთან ერთად ქვეყნის ჩრდილოეთში, პატარა ფერმაში ცხოვრობდა. ამჟამად ლუნდში ცხოვრობს. წლების მანძილზე კატარინა განუსაზღვრელი ასაკობრივი კატეგორიისთვის ქმნიდა წიგნებს, წერდა ლიტერატურულ მიმოხილვებს, ლექსებს, სკეტჩებს, უძღვებოდა გაზეთში საკუთარ სვეტსა და რადიოგადაცემას.

კატარინამ პირველი საბავშვო სურათებიანი წიგნი ჰეგზამეტრით დაწერა. პირველი რომანი კი, Grabben i Graven Bredvid („ტიპი მეზობელი საფლავიდან“), 1999 წელს გამოსცა, რომელიც სულ მალე 22 ენაზე ითარგმნა. ნაწარმოები მისსავე, როგორც ფერმერის ცოლის, გამოცდილებას ემყარება. რომანს დიდი წარმატება ხვდა წილად და მარტო შვედურად 450000 ეგზემპლარი გაიყიდა. 2002 წელს რომანის ეკრანიზაცია შედგა, რომელსაც მილიონზე მეტმა შვედმა უყურა.

ნაწარმოებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Grabben i Graven Bredvid„ტიპი მეზობელი საფლავიდან“. ქართ. თარგმანი, 2013.
  • Tarzans tårar — „ნუ ტირი, ტარზან!“
  • Familjegraven — „ოჯახის საფლავი“.
  • Det är slut mellan gud och mig — „უფალსა და ჩემ შორის ყველაფერი მორჩა“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 http://web.archive.org/web/20170324042730/http://jeugdliteratuur.org/auteurs/katarina-mazetti
  2. Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
  3. NooSFere — 1999.
  4. Discogs — 2000.
  5. Babelio — 2007.