კატაპიტნა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| კატაპიტნა | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||
|
||||||
| ლათინური სახელი | ||||||
| Nepeta | ||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||
კატაპიტნა (ლათ. Nepeta) — მრავალწლოვანი, იშვიათად ერთწლოვანი ბალახების გვარი ტუჩოსანთა ოჯახისა. აერთიანებს 250-მდე სახეობას. გავრცელებულია ევრაზიის არქტიკის გარე ოლქებში, აგრეთვე აფრიკაში. კავკასიასა და შუა აზიაში 80-ზე მეტი სახეობა იზრდება, საქართველოში — 12, მათგან 2 საქართველოს ენდემია, 4 — კავკასიისა. იზრდება მშრალ და ქვიან ფერდობებზე. კატაპიტნა (Nepeta cataria) თაფლოვანი და ეთერზეთოვანი მცენარეა, იყენებენ პარფიუმერიაში; დიდყვავილა კატაპიტნა (Nepeta grandiflora) დეკორატიულია.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქსე, ტ. 5, გვ. 433, თბ., 1980