კატაბალახასებრნი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კატაბალახასებრნი
GardenValerian.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
ლათინური სახელი
Valerianaceae
დაცვის სტატუსი

კატაბალახასებრნი (Valerianaceae), ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. ბალახები, იშვიათად ბუჩქბალახები და ბუჩქებია. აქვთ მოპირისპირედ განწყობილი მთლიანი ან დანაწევრებული უთანაფოთლო ფოთლები და რთულ ყვავილედებად თავმოყრილი ორსქესიანი ან ერთსქესინი ყვავილები, 4, ზოგჯერ 3—1 მტვრიანა. გინეცეუმი 3 ნაყოფის ფოთლისაგან შედგება, მათგან 2 განუვითარებელია. ნასკვი ქვედაა. ნაყოფს აქვს საფრენი. ოჯახი აერთიანებს 13 გვარის 140 სახეობას, რომლებიც გავრცელებულია ამერიკის, ევრაზიის და აფრიკის ზომიერ სარტყელში. საქართველოში იზრდება 3 გვარის 21 სახეობა. მნიშვნელოვანი გვარებია კატაბალახა, ვალერიანელა და კენტრანტუსი.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 5, გვ. 430, თბ., 1980
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე