კატაბალახა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კატაბალახა
Valeriana officinalis.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
კლასი: ორლებნიანნი
ოჯახი: კატაბალახასებრნი
გვარი: კატაბალახა
ლათინური სახელი
Valeriana

კატაბალახა (Valeriana), მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი კატაბალახასებრთა ოჯახისა. გვარში 200-ზე მეტი სახეობაა. გავრცელებულია მთელ ევრაზიაში, სამხრეთ ამერიკის ანდებსა და ჩრდილოეთ ამერიკის ზომიერ სარტყელში. საქართველოში იზრდება 10 სახეობა (მათგან 2 კავკასიის ენდემია). სამკურნალო კატაბალახა (Valeriana officinalis) ყველაზე ფართოდ გავრცელებული სახეობაა. 1,5 მ-მდე სიმაღლის ვარდისფერყვავილებიანი ბალახია. ბევრია საქართველოს ტყისპირებსა და ბუჩქნარებში. ფესურა და ფესვები შეიცავს ეთეროვან ზეთს, ვალერიანის მჟავას, ძმარმჟავას და ჭიანჭველმჟავას, ალკალოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, შაქარს. საქართველოში იზრდება აგრეთვე კოლხური კატაბალახა (Valeriana colchica), რომელიც ასევე დიდი რაოდენობით შეიცავს ეთეროვან ზეთს და ვალერიანის მჟავას.

კატაბალახას პრეპარატებს (ექსტრაქტი, ნაყენი სპირტსა და ეთერზე) იყენებენ ნერვული აგზნების, უძილობის, გულსისხლძარღვთა სისტემის ნევროზის დროს და სხვა. კავკასიაში, უკრაინასა და ზოგ სხვა რაიონში ველური კატაბალახის ფესვებს და ფესურებს იყენებენ, სხვაგან კი კატაბალახა კულტივირებულია.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 5, გვ. 430, თბ., 1980